სიღნაღის რაიონში ახალშობილი ტუალეტში ჩაგდებული იპოვეს.
რადიო "ჰერეთის" ინფომაციით წნორის “არქიმედეს”სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს ახალგაზრდა ქალი, პოსტ-მშობიარობის ნიშნებით, ქალი კატეგორიულად უარყოფდა მშობიარობას, განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ნუკრი ყარალაშვილმა.თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, პოლიციამ სიღნაღის ერთ-ერთ სოფელში ტუალეტში ჩაგდებული ახალშობილი იპოვეს, ბავშვი გარდაცვლილი იყო.საქმეს სიღნაღის პოლიცია იძიებს.ქალისთვის გარდაცვლილი ჩვილი მესამე ბავშვი უნდა ყოფილიყო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქალბატონს 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.