x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
ხელები ჩავკიდოთ ერთმანეთს... იქნებ გული აღარ, ხელები გვეტკინოს...

დარაბებს ვაღებ ყოველ დილით და მზის სხივები ისევ მათბობს, მერ კი ვხვდები, რომ ცოცხალი ვარ ისევ... დიდხანს, ძალიან დიდხანს ვდგავარ ასე თვალებ დახუჭული, ან მე მგონია რომ დიდი დრო გადის... და მივდივარ შორს, ძალიან, ძალიან შორს... სწორედ იქ სადაც ყოველთვის მინდოდა ყოფნა, სადაც არავინაა, მარტო მე და სახლი... ჩემი მყუდრო სახლი. დიდი ოკეანე, გრძელი სანაპირო, მხოლოდ ჩემი ნაკვალევი. ამ წარმოსახვაში კი ვუყურებ ნაკვალევს და მოვიწყენ ხოლმე, იმის გამო, რომ შეიძლება ერთი არა, ორი ნაკვალევი ყოფილიყო... თუმცა მერე მეღიმება, მახსენდება რომ მეორე ნაკვალევის პატრონი წინ მიდიოდა, მე კი მის ნაკვალევს ვიმეორებდი... ამ დროს კი, ჩემში იღვიძებს რაღაც ლამაზი, ამასთან ერთად კი უკვდავი მისწრაფება... რისკენ? ალბათ იმისკენ, რომ ვიყო ადამიანი, რომელიც იაზროვნებს ისე - ვინც უამრავჯერ გადაარჩინა, ერთი შეხედვითაც რო გაიგო მისი სიჩუმის ლაპარაკიც... ასეთი ადამიანი კი ორი ვერ იქნება ერთი ადამინის ცხოვრებაში, მუდამ ერთია... ის კი სულერთი არასდროს იქნება, რადგან სულ ერთია... წარმოსახვაშიც კი იმისკენ მივისწრაფი, რომ ვფლობდე საკუთარ თავს როგორც "ერთი", საკუთარი თავის ფლობის პრივილეგიაზე მეტი ჯილდო ხომ არ არსებობს... ჰო, და ასე გადის დრო იქამდე, სანამ მზე არ მოეფარება პატარა ღრუბელს მაინც, მერე კი უცებ სიცივე დამივლის მთელ ტანში და ყველაფერ ამას, თავისი ფერი ეკარგება, ნელ - ნელა ფერმკრთალდება და გადადის ყველაფერი მუქ, შავ ფერებში... თუმცა ეს შავიც განსხვავებულია ჩემთვის. მიყვარს, მარტო ჩემი "შავია", რომელსაც სხვა ვერავინ გაიგებს, განსაკუთრებულია და უამრავი კარგია ამ "შავშიც"... აქ იდგმება ის სპექტაკლები, რომელსაც ასე კარგად თამაშობს ბევრი... თამაშობენ და ვყვებით ხოლმე მათ, თითქოს ჩვენს თამაშშიც აგვყვებიან სხვები... რისი იმედით ყვებიან ხოლმე ერთმანეთს?! როცა დასჭირდებათ ერთმანეთისგან დახმარება, მაინც არავინ ეყოლებთ გვერდით, არავინ დაგიდებათ გვერდში იმ "ერთის" გარდა, და იქნებ ოდესმე მივხვდე მეც - რა საჭიროა ამდენი ადამინის თამაში, როცა იცი, რომ გეყოლება "ნაღდი" და არა "ტყუილი"?! ტყუილის არ იყოს და... ესეც რწმენასავითაა. ვიჯერებთ იმას რისი დაჯერებაც გვინდა... იმას კი ვერ ვხვდებით, რომ გავურბივართ რეალობას და ვიფარებთ ნიღბებს, თითქოს ამით შეიძლებოდეს მთელი ცხოვრების გატარება. აი ამ ნიღბის მოხსნა კი ბევრს რომ არ შეუძლია, სწორედ რომ ეს არის ადამიანზე დაკისრებული ვალი, გაიცნონ და ამოიცნონ მეგობრები ისეთად, როგორებიც არიან სინამდვილეში და არა ისეთები, როგორიც მათ სურთ... ასეთი ფიქრები ჩნდება ხოლმე მზის სხივების გაცივებასთან ერთად... ჰო, სწორად ვთქვი, ეს მზე ცივდება ხოლმე ჩემთვის, განა ღრუბლები გვპარავს სხივებს, სითბოს და სინათლეს...




0
25
4-ს მოსწონს
ავტორი:მიხოო
მიხოო
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0