x
image
ციცი
Mediator image
ამერიკაში სკოლის მოსწავლე გოგონას მკერდის დაპატარავებას აიძულებენ
image

ამერიკაში სკოლის მსწავლე გოგონას მკერდის დაპატარავებას აიძულებენ.

ამერიკის შტატ მისურში, სენტ-ლუისში მცხოვრებ 13 წლის გოგონას გაბრიელა ჯეკსონს, განათლების თანამშრომელმა, შესთავაზა მკერდის ოპერაციის გაკეთება. ასეთი რეკომენდაცია მეექვსე კლასელ გოგონას მას შემდეგ მისცა, რაც იგი დაცინვის საგნად იქცა თანაკლასელებს შორის მისი ასაკისთვის შეუფერებელი დიდი მკერდის გამო.
"თუ გინდათ, რომ თქვენ გოგონას აღარ დასცინონ თანაკლასელებმა გაუკეთეთ მკერდის ქირურგიული ოპერაცია"-ასე განუცხადა გოგონას დედამ ადგილობრივი განათლების თანამდებობის პირმა.

გაბრიელას დედამ, ტამი ჯეკსონმა რომელმაც განათლების სამინისტროს მიმართა იმისათვის, რომ შვილი თანაკლასელების დაცინვისგან დაეცვა, თავიდან ყურებს არ უჯერებდა, შემდეგ კი სიმართლის ძიებას შეუდგა უფრო მაღალ ეშელონებში.


"განათლების თანამშრომელმა ტელეფონით მიპასუხა, რომ თქვენს გოგონას მკერდი ისეთი დიდი აქვს, რომ მას ყოველთვის დასცინებენ. ასე რომ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, ერთადერთი რაც მას უშველის ეს მკერდის ოპერაციაა. და ეს ყველაფერი ისე მითხრა თითქოს ამ ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე. მე რა შუაში ვარ? ასეთად ჩემი გოგონა ღმერთმა შექმნა"-ჩიოდა საცოდავი ქალი განათლების მინისტრთან, კლაივი კოულმენთან. იგი შეპირდა რომ ამ ყველაფერს საფუძვლიანად გაარკვევდა. მინისტრი თავის ხელქვეითს ჯიუტად იცავს და თვლის, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ გაუგებრობაა და დედამ და განათლების თანამშრომელმა უბრალოდ ვერ გაუგეს ერთმანეთს. ასე დაიცვა მინისტრმა თავისი თანამშრომელი.

ვიდრე სამინისტრო რაიმეს გარკვევას ცდილობს, ტამი ჯეკსონის 9 წლის ბიჭუნაც დაცინვის საგნად იქცა იმავე სკოლაში. ამრიგად ბავშვს დასცინიან იმის გამო, რომ მკერდზე მას შრამები აქვს, რომელიც ოპერაციის შემდეგ დარჩა. ბავშვი ისეთ დეპრესიაშია ჩავარდნილი, რომ თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობს.

მაინც რატომ იქცა ეს ორივე ბავშვი დაცინვის საგნად? როგორ უნდა დაეხმარონ მათ? პედაგოგებს როგორც ჩანს სრულიად არ ადარდებთ მათი ბედი, იოლ გამოსავალს ეძებენ და მათ პრობლემებს თავიდან იცილებენ. არადა ეს ხომ მათი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ასწავლონ ბავშვებს ურთიერთობა და ერთმანეთის სიყვარული.

1
70
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
70
  
2013, 29 იანვარი, 13:30
გაუმარჯოს დემოკრატიულ ამერიკას ...... ამათგან რო გვექნება მაგალითი ასაღები,კარგად არის ჩვენი საქმე ამიტომ :))))
0 1 1