x
image
დავითი12
პიცა შაშხით
პიცამასალა ცომისათვის:

1) 200 გ ფქვილი

2) 10 გ საფუარი

3) 1/2 ჩ/კ მარილი


4) 1/2 ჩ/ჭიქა თბილი წყალი

5) 1/2 ჩ/კ შაქარი

6) 1 ს/კ ზეთი

მასალა შიგთავსისათვის:

1) 200 მლ ბოსტნეულის ბულიონი

2) 200 გ მოხარშული შაშხი

3) 300 გ ცხიმიანი არაჟანი

4) 6 ს/კ წვრილად დაჭრილი ხახვი

5) 4 ს/კ გახეხილი ყველი

6) 5-6 პატარა ზომის ოამიდორი

7) კამის 2 ძირი

8) პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება: მოვზილოთ ცომი, ცოტა ხნით გავაჩეროთ და შემდეგ ერთხელ გადავზილოთ.ცომი გავაბრტყელოთ 5 მმ სისქის ფენად.კამის ძირი კარგად გავრეცხოთ, გავასუფთაოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვხარშოთ ბოსტნეულის ბულიონში.ცალკე ერთმანეთს შევურიოთ ხახვი, არაჟანი, გახეხილი ყველი და მოვაყაროთ მარილი, პილპილი გემოვნებით.პამიდორი გავჭრათ შუაზე, ხოლო შაშხი დავჭრათ კუბიკებად.

მომზადებულ ცომის ფენას ზემოდან წავუსვათ არაჟბის ნარევი და მოვაყაროთ შაშხის ნაჭრები.ზემოდან დავაწყოთ პამიდორი და კამა.მოვათავსოთ ცხელ აირღუმელში 20 წუთით.

0
81
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი12
დავითი12
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0