x
image
დავითი12
არის თუ არა სავსე თქვენი ქორწინება სიყვარულითა და ყვავილებით?

სიყვარულიდაფიქრდით ამ კითხვაზე.თქვენი გულახდილი პასუხები დაგეხმარებათ ასახოთ რეალური მდგომარეობა თქვენს ქორწინებაში. 1.არის თქვენი მეუგლე თქვენი საუკეთესო მეგობარი? 2.არის თქვენს ურთიერთობებში ბარიერი?როდესაც ჩემი მეუღლე თავის გრძნობებზე საუბრობს, ვუსმენ თუ არა ყურადრებით და ვუყურებ თუ არა მას თვალებში?ვამჟღავნებ ინტერესს მისი გამონათქვამისადმი?გამოვხატავ ჩემს კომენტარებში გაგებასა და თანხმობას?ვარ კარგი მსმენელი? 3.უთმობთ საკმაო ყურადღებას თქვენს მეუღლეს?იცის ყველამ, რომ თქვენ გიყვართ თქვენი მეუღლე?ხშირად ეხვევით და კოცნით თქვენს მეუღლეს?იცით გრძნობების გამოხატვის რომელ ფორმას აფასებს უფრო მეტად თქვენი მეუღლე? 4.არის თუ არა ჰარმონიული თქვენი სექსუალური ურთიერთობები?აღგაგზნებთ მომავალ სიახლოვეზე ფიქრი?თავისუფლად გრძნობთ თავს სექსუალური ურთიერთობებისას?ზრუნავთ რომანტიკული გარემოს შექმნაზე სასიყვარულო ურთიერთობებისათვის მზადებისას? 5.ემთხვევა თუ არა ერთმანეთს თქვენი აზრი ბავშვთა აღზრდის შესახებ?ეთანხმებით თუ არა დისციპლინის იმ ნორმებს, რომლებსაც იყენებთ?გაქვთ თუ არა ორივეს შეგნებული პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდაზე?აკონტროლებთ თქვენი ხმის ტონს, შეგიძლიათ თავი აარიდოთ ყვირილსა და ისტერიკას?გაურბიხართ კამათს ბავშვების თანდასწრებით?გამოყოფთ ერთ საღამოს ან ერთ დღეს კვირაში ოჯახში ურთიერთობისათვის?

0
9
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი12
დავითი12
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0