x
image
დავითი12
პირველი ქორწინება

ქორწილიღმერთმა აკურთხა პირველი ქორწინება.ამგვარად, ამ დადგენილების ავტორი სამყაროს შემოქმედია.ქორწინება წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ საჩუქარს, რომელიც ღმერთმა ადამიანს მიართვა და ერთ-ერთ დადგენილებას, რომელიც ცოდვით დაცემის შემდეგ ადამმა სამოთხის კარიბჭის მიღმა თან გამოიტანა.როდესაც ადამიანები ღებულობენ ღვთიურ პრინციპებს ქორწინების შესახებ და ემორჩილებიან მათ, ქორწინება მათთვის კურთხევად იქცევა; იგი ეხმარება მათ შეინარჩუნონ ზნეობრივი სისუფთავე და ადამიანთა მოდგმის ბედნიერება, იგი აკმაყოფილებს საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს და ყოველმხრივ ამაღლებს ადამიანებს.ადამი გარემოცული იყო ყველაფრით, რაც კი შეიძლება მოესურვებინა მის გულს.ყოველგვარი მისი მოთხოვნილება კმაყოფილდებოდა.არ იყო ცოდვა, არც ჭკნობის ნიშანი მშვენიერ ედემში.ღვთის ანგელოზებს თავისუფალი და ნაზი ურთიერთობა ჰქონდათ წმიდა წყვილთან.ადამიანი შემოქმედის ყველაზე მშვენიერი ქმნილება იყო.ადამს დავალებული ჰქონდა მოევლო ბაღისთვის.ადამიანის ბედნიერება რომ უმოქმედობაში ყოფილიყო, იგი თავის წმიდა უცოდველობის მდგომარეობაში არავითარი საქმით არ იქნებოდა დაკავებული.მაგრამ მან, ვინც შექმნა ადამიანი, იცოდა, რომ საქმეს შეუძლია იგი ბედნიერი გახადოს.

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი12
დავითი12
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0