x
image
დავითი12
იტალიური პიცა ქამა სოკოთი
პიცა მასალა ცომისათვის:

1) 400 გ ფქვილი

2) 20 გ საფუარი

3) 250 გ რძე


4) 1 ჩ/კ შაქარი

5) 5 ს/კ მცენარეული ზეთი

6) მარილი გემოვნებით

მასალა შიგთავსისათვის:

1) 500 გ ქამა სოკო

2) 350 გ ყველი

3) 350 გ საქონლის ხორცი

4) 1-2 პამიდორი

5) როზმარინი

6) პილპილი გემოვნებით

მომზადება: საფუარი ჩავყაროთ ოდნავ თბილ რძეში, დავამატოთ 2 ს/კ ფქვილი, შაქარი და გავაჩეროთ 30 წუთი.შემდეგ დავუმატოთ ფქვილი, ზეთი, მწიკვი მარილი და მოვზილოთ.ცომი გავყოთ 4 ნაწილად.ყოველი ნაწილი გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ ფქვილმოყრილ ფორმაში.გარეცხილი, გასუფთავებული სოკო და ყველი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავჭრათ პამიდორი, ხორცი და ყველაფერი ეს თანაბრად გავანაწილოთ ცომის ზედაპირზე.შემდეგ მოვაყაროთ როზმარინი, შავი პილპილი და გავაჩეროთ 10 წუთი.გამოვაცხოთ აირღუმელში 220 ტემპერატურაზე 25 წუთის განმავლობაში.

0
114
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი12
დავითი12
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0