სიახლეები თავის ტკივილი. სისხლნაკლულობა. ბრონხიტი. ხველა. 2013, 27 იანვარი, 20:47 თქვენ გტკივათ თავი - ეს ყველაზე ხშირად მაშინ ხდება, თუ ორგანიზმი, მათ შორის სისხლძარღვები, დანაგვიანებულია წიდით. უპირველეს ყოვლისა გაიწმინდეთ ორგანიზმი. შემდეგ გამოიყენეთ ნაყენი ვალერიანის ძირების, მარწყვის ფოთლების, კრაზანას, პიტნის, გვირილას, კალენდულას ყვავილების. უფრო მეტ ხანს იყავით სუფთა ჰაერზე ძილის წინ, მეტი იარეთ, ნუ დაივიწყებთ კარგ განწყობას, პოზიტიურ ემოციებს. როგორ მოამზადოთ ნაყენი? აიღეთ თითო კოვზი ვალერიანა, პიტნის კრაზანას, მარწყვის ფოთლები. დააყარეთ ცოტა გვირილასა და კალენდულას მშრალი ყვავილები. დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი, რამდენიმე წუთი გააჩერეთ ცეცხლზე. გააცივეთ, გაწურეთ. სვით მეოთხედი ჭიქა ორჯერ ან სამჯერ დღეში. სისხლნაკლულობა - მკურნალობის ძალიან კარგ შედეგს იძლევა ნიორი. 300 გრამ გაწმენდილ ნიორს დაასხით სპირტი ისე, რომ მხოლოდ დაიფაროს, გააჩერეთ სამი კვირა. სვით ნაყენის 20 წვეთი რძით ან წყლით სანჯერ დღეში. კიდევ ერთი რეცეპტი: 200 გრამი თაფლი, 200 გრამი ღორის შინაგანი ცხიმი, 200 გრამი კარაქი გააცხელეთ ერთად, თან უწყვეტად ურიეთ. სვით დღეში სამჯერ-ოთხჯერ თითო ჩაის კოვზი ძალიან ცხელი რძით ან მაგარი და ცხელი ჩაით. ბრონხიტი - ერთი ჭიქა რძე, ერთი სუფრის კოვზი სალბის ფოთლები. კარგად ადუღეთ, გაწურეთ. სვით ცხელი ძილის წინ, მეოთხედი ჭიქა . რძე შეიძლება შეიცვალოს წყლით. ხველებისათვის - გასრისეთ შავი ბოლოკი და გამოადინეთ წვენი. კარგად აურიეთ იგი ნახევარ კილო თაფლში. სვით ორი სუფრის კოვზი ჭამის და ძილის წინ. რეცეპტი ბავშვებისათვის: დაჭრილი ბოლოკი თაფლით ან შაქრით მოშუშეთ ჰაერღუმელში. წვენი გადმოასხით და მიეცით დასალევად ორი ჩაის კოვზი ჭამისა და ძილის წინ. გაზაფხულზე ხველებისთვის ძალიან კარგია არყის ან ნეკერჩხლის წვენი. 818 2-ს მოსწონს
|