სიახლეები როგორ უნდა მივცეთ ბავშვებს სასარგებლო ბალახები 2013, 27 იანვარი, 0:05 ბავშვებისათვის ბალახების მოხარშვა საჭიროა ისევე, როგორც მოზრდილთათვის. მაგრამ მათი მიღების პროპორციები, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. ბევრი ინტერესდება: საჭიროა კი საერთოდ ბავშვებისათვის ბალახების მიცემა? საჭიროა. ეს ბევრად უფრო კარგი, სასარგებლო, ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი აბები. ახალშობილთათვის, როცა მათ მუცელი სტკივათ, სასარგებლოა მომზადება და მიცემა თითო ჩაის კოვზით რამდენჯერმე დღეში გვირილას ნახარშის.(ნებისმიერ სასარგებლო ბალახს ჩადებთ ფინჯანში და წყალს დაასხამთ ბალახს დაფარვამდე და წამოადუღებთ). ძლიერი ხველისას საჭიროა ცოტაოდენი ვირის ტერფის, ცაცხვის ყვავილის ჟოლოსთან ერთად ნახარშის მიცემა. ზედმეტ აღგზნებობისას, ცუდი ძილისას-პიტნის ნაყენი მარწყვის ფოთლებით ან ძირებით, შავი მოცხარის ფოთლებით. ყველა ბავშვისათვის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით შემოდგომაზე, ზამთარში, ზაფხულზე ასკილის ნაყენის სმა. როცა ავადმყოფია შინაგანი ორგანოები, მაშინ ბავშვებს უნდა მივცეთ იგივე ბალახები, მათი ნახარშები, რაც მოზრდილებს იგივე დაავადებისას, მხოლოდ მნიშვნელოვნად ნაკლები პორციებით - ჩაის ან სუფრის კოვზით. ნერვული დაავადებები, სისტემატური თავის ტკივილები შესანიშნავად იკურნება ბავშვებში აბაზანებით წიწვების, თივის ნაფშვენების, კაკლის ფოთლებისაგან. 76 2-ს მოსწონს
|