კულტურა სულ სხვანაირი ანჯელინა ჯოლი. (ქველმოქმედება თუ პიარი?) + ფოტოები რომლებიც ჯერ არგინახავთ 2013, 26 იანვარი, 19:35 ანჯელინა ჯოლი მასიური გადაღებების გარდა, რომ ქველმოქმედებითაცაა დაკავებული ეს უცხო აღარავისთვისაა. ის არა მარტო მსოფლიოს მამაკაცების გულთამპყრობელია, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს საზოგადოების სხვა წრეებშიც, მაგ: ბავშვებში, გაჭირვებულ ადამიანებში. ერთი შეხედვით წარმოუდგენელიცკია ისეთი სასურველი და სექსუალური ვარსკვლავი როგორიც ანჯელინაა, როგორ შეიძლება ასეთი კეთილი და სათნო გულის ადამიანი იყოს. იმედია არ გამკიცხავთ თუ გავბედავ და ჩემს აზრს დავწერ იმის შესახებ, რომ ანჯელინას ქველმოქმედის იმიჯი შეიძლება სულაც მისი პიარისთვის იყოს შექმნილი. ამ აზრის ალბათობას ერთი არგუმენტი მიყარებს. ანჯელინას ფეისბუქი ძირითადად ისეთ ფოტოებს მოიცავს, სადაც მისი ქველმოქმედების კადრებია ასახული. ეს უფრო ამყარებს ჩემს ფიქრებ იმის შესახებ, რომ შესაძლოა ანჯელინას ქველმოქმედის იმიჯი თვითპიარისათვის ქონდეს მორგებული. კიდევ ერთი თვალსაჩინო ფაქტი, რომელიც ანჯელინა ჯოლის ფეისბუქის დათვალიერების დროს მოგხვდებათ თვალში არის ის, რომ ძალიან უყვარს ბავშვები, მისი თითქმის ყოველი მესამე ფოტო ბავშვებთანაა გადაღებული. ასევე ძალიან ბევრი ფოტოა, სადაც მაკიჟაის გარეშე, სრულიად ბუნებრივი და გაუპრანჭავია, რაც იმასაც კი გვაფიქრებინებს რომ ანჯელინა ჯოლი არა მხოლოდ საოცარი ფიზიკური, არამედ სულიერი სილამაზითაც გამოირჩევა. 390 4-ს მოსწონს 1-ს არა
|