საქართველო რა კავშირია ნანუკა ჟორჟოლიანსა და კახი კალაძეს შორის? 2012, 25 ოქტომბერი, 2:59 მას შემდეგ რაც ხმა გავრცელდა ნანუკა ჟორჟოლიანი იმედს ტოვებსო, ძალიან აქტუალური გახდა ამ თემაზე საუბარი. რეაქციებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.ეთერში ყოფნის განმავლობაში თურმე რამხელა აგრესია, სიძულვილი და ბოღმა დაუმსახურებია. პირადად ჩემთვის ძლიერ აღმაშფოთებელია, როდესაც განიხილავენ და აკრიტიკებენ მის პირად ცხოვრებას, რომელიც საზოგადოების გასარჩევი ნამდვილდ არ უნდა იყოს. იმის ნაცვლად რომ გავამხნევოთ, გვერდით დავუდგეთ და ვუთანაგრძნოთ რას ვაკეთებთ, წაქცეულს ვურტყამთ? პირადად მე არასოდეს ვყოფილვარ მისი შოუს ერთგული მაყურებელი და თაყვანისმცემელი, მაგრამ ეს სულაც არ მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ნანუკას დაბალი დონის შოუ ქონდა. ჯობია თამამად ვაღიაროთ, რომ ნანუკა დღევანდელი პოლიტიკის მსხვერპლია. სწორედ პოლიტიკამ განაპირობა, რომ საზოგდოების აზრი ბევრ ადამიანზე გაიყო და შეიცვალა. შევადაროთ ერთმანეთს ნანუკა ჟორჟოლიანი და კახი კალაძე. რა კავშირი შეიძლება იყოს მათ შორის? რა და დღევანდელ პოლიტიკამ ორივეს რეპუტაციაზე დიდი გავლენა მოახდინა. პირველისთვის დადებითი უარყოფითით შეცვალა, ხოლო მეორესი კი პირიქით, უარყოფითი დადებითით. გინდ მომკალით და არ მესმის, ადამიანი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მთელი გულითა და სულით დაუღალავად შრომობდა რომ ჩვენთვის ასეთი ლამაზი გადაცემაბი ეჩუქებინა, როგორ შეიძლება ქვეყნის სირცხვილად გამოიყვანოთ, კახი კალაძე კი, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც იტალია - საქართველოს თამაშის დროს გოლს საკუთარ კარში გაიტანს, ქვეყნის გმირად და ენერგეტიკის მინისტრად. Ps. ნანუკასნაირი შოუს გაკეთების შანსი რომ გქონდეთ, ვინ არ გამოიყენებდა ამ შესაძლებლობას? პირადად მე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი... 18643 17-ს მოსწონს 6-ს არა
|