საქართველო ორად გაყოფილი საქართველო. ხალხი სააკაშვილისგან შველას ითხოვს. '' მტერი 40 კმ-ში კი არა, კანცელარიაშია" 2012, 10 ნოემბერი, 15:34 ფეისბუკში გავრცელდა სტატუსი რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა.ამ სტატუსმა საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. ![]() ამ კომენტარს მალევე მოყვა შესაბამისი პასუხი:- ''ბიძინას მეხოტბეებო!! თქვენი ცოლები, დები და შეყვარებულები ბერას გამო ტიროდნენ, თქვენ პირდაღებული უყურებდით როდის დაგაყრიდათ ფულებს თავზე "ღვთის საჩუქარი" ბიძინა. ხო მთავარი დამავიწყდა, მკვდრეთით აღგიდგენთ 5 წლის გარდაცვლილსო. კიდევ გჯერათ ზღაპრების? გონს მოდით რა. თქვენ უაზრობებს საქართველო ეწირება. დისკუსია შეიძლება ითქვას თანაბარ პირობებში მიმდინარეობს.მიშასი და ბიძინას მომხრეები 50\50ზე არიან. ეს ყველაფერი კი შემდეგ სტატუსს მოყვა: "მტერი 40 კმ-ში კი არა, კანცელარიაშია" მიშა, შენ არ იყო მიშა – თუ მაგათ საქართველოს გმირის ღირსება გაათელინო ! – თუ მაგათ სისხლით და ოფლით ნაშენები ქართული არმია დააშლევინო ! – თუ მაგათ პატრული ГАИ–თ გადააქცევინო ! თუ მაგათ პოლიცია МИЛИЦИЯ–დ გადააკეთებინო ! – თუ მაგათ ქურდების პარპაში დააბრუნებინო ! – თუ მაგათ ჩვენი ახალგაზრდები ისევ ნემსზე შეაჯენინო ! – თუ მაგათ ევროპული ცივილიზაციიდან საქართველო შუა საუკუნეების ბნელეთში, ინკვიზიციაში დააბრუნებინო ! – თუ მაგათ სხვა აღმსარებლობის ადამიანები დააჩაგვრინო ! – თუ მაგათ NATO–სკენ გზიდან გადაახვევინო ! – თუ მაგათ ЗАК.ЖД. ისევ გაახსნევინო ! – თუ მაგათ თბილისში ЗАК.ВО. დააბრუნებინო ! – თუ მაგათ აფხაზეთი და სამხ.ოსეთი აღიარებინო ! – თუ მაგათ რუსებისთვის ოკუპანტის სტატუსი მოახსნევინო ! – თუ მაგათ თბილისში ოკუპაციის მუზეუმი გააუქმებინო ! – თუ მაგათ რუსული არმია "მშვიდობისმყოფელებად" გადააქცევინო ! – თუ მაგათ ჩვენდა სამარცხვინოდ სოჭის ოლიმპიადაზე სპორტსმენები წააყვანინო ! – თუ მაგათ ქართული კულტურა ორენოვნად გადააქცევინო ! –თუ მაგათ ქართული ენერგეტიკის კვლავ რუსეთზე დამოკიდებულების საშუალება მისცე ! – თუ მაგათ იუსტიციის სახლები, "მშვიდობის ხიდი" და პარლამენტი დაანგრევინო ! – თუ მაგათ 9 წლის მანძილზე ნაშენებზე თითი უშნოდ დააკარებინო ! – თუ მაგათ წარმატებული სახელმწიფო ინსტიტუტები საბჭოთა КАНТОРА–დ გადააქცევინო ! – თუ მაგათ ამ ინსტიტუტებში მექრთამეობა კვლავ დააბრუნებინო; თუ მაგათ უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე პირველად, ნელნელა, წვალებით ფეხზე წამომდგარი ქართული სახელმწიფოს რუსული იმპერიის წინაშე დაჩოქების საშუალება მისცე და ჩემი შვილების მომავალი მიწასთან გაასწორებინო ! – და ბოლოს ყველაზე მთავარი ! –შენ მართლა არ იყო ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, მიშა, თუ მტერს დანებდე და მე და ჩემსავით ათიათასობით პატრიოტ ადამიანს საქართველოს მომავლისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიგვაღებინო ! ! ! 792 11-ს მოსწონს 1-ს არა
|