სიახლეები მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გამოვიდა. 2013, 26 იანვარი, 14:23 29 იანვარს კატარის ავტოსალონში წარდგენილი იქნება მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი.თანაც განა ერთი ეგზემპლიარი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რომელსაც რომელიმე ბობოლა მულტიმილიონერი უკვეთავს, არამედ სერიული წარმოების, თუმცა თავიდან საკმაოდ მოკრძალებული რაოდენობით, სულ 7 ეგზემპლიარი.ავტომობილი შეიმუშავა ლიბანის ფირმა M Motors 29-ამ, მისი სახელია "LykanHypersport", მის შექმნაში 6 წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ გერმანული ტიუნინგ-ატელიე RUF-ი, იტალიური ფირმა Studio Torino, Magna Steyr-ი იტალია, Viotti და ID4Motion-ი. M Motors -ის პარტნიორები პასუხს აგებდნენ ავტომობილის დიზაინზე, სომძლავრეზე, ელექტრონულ სისტემაზე.LykanHypersport-ი აღჭურვილია ექვსცილინდრიანი Porsche-ს ტურბომოტორით 700 ცხ/ძ.-ით, 2, 8 მეათედ წამში კრიფავს 100კმ/სთ-ში, მაქსიმალური სიჩქარე 390კმ/სთ-ში.მაგრამ მთავარი ამ ავტომობილში მისი სისწრაფე და სიმძლავრე არაა, არამედ ინტერიერი, ბრილიანტებით გაწყობილი შუქდიოდებიანი ოპტიკური ხელმძღვანელი, უძვირფასესი იშვიათი ტყავით გაწყობილი სალონი, რომელიც ოქროს ძაფებითაა შეკერილი, ჰოლოგრაფიული დისპლეი და ინტერაქტიული პანელის მოწყობილობა.ბონუსის სახით, ყოველ მყიდველს ჩუქნიან "Cyrus Klepcys Special Edition" -ის საათს, რომლის ღირებულებაც 200 000$-ია.აქამდე ყველაზე ძვირად ღირებულ ავტომობილად ითვლებოდა დანიური "Zenvo ST1", რომელიც 3 მილიონი დოლარი ღირდა, "LykanHypersport"-ის ფასი კი 3, 4 მილიონი$-ია. 214 1-ს მოსწონს
|