ისტორია მსოფლიოს 10 უძვირფასესი მანქანა 2013, 26 იანვარი, 14:24 მანქანა და ქალი მამაკაცის ცნობიერებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. რაოდენ ბანალურიც უნდა იყოს, მამაკაცების უმრავლესობას ძვირადღირებული ავტომობილები მოსწონს. მსოფლიოში არსებობენ კოლექციონერები, რომლებიც მანქანის იშვიათი ეგზემპლარის შესაძენად ისეთ თანხას იხდიან, რამდენსაც ჩვეულებრივი მოკვდავი მთელი ცხოვრების მანძილზე ვერც კი გამოიმუშავებს. გთავაზობთ მსოფლიოს უძვირფასესი მანქანების ათეულს. მეათე ადგილი - "ფერარი-860 მონზა", 1956 წლის გამოშვება მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, მსოფლიო ავტობაზარზე გამოვიდა "მაზერატი", "იაგუარი" და "ასტონ მარტინი". კონკურენტმა "ფერარიმ" კი გამოუშვა ოთხცილინდრიანი ძრავის მქონე, იმდროისათვის არნახული სიძლიერის მანქანა. იგი 2.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. მეცხრე ადგილი - "ალფა რომეო" 1933 წლის გამოშვება 1933 წელს საფრანგეთში გამართულ რალიზე გამოჩნდა "ალფა რომეოს" ახალი მოდელი, მას ჯორჯ ეისტონი მართავდა. რამდენიმე წლის შემდეგ ლონგ აილენდის რბოლაში ამ ავტომობილით პირველი ადგილი დაიკავა. 2002 წელს რეტრომანქანების ცნობილმა კოლექციონერმა ტერი კონმა "ალფა რომეოს ეს მოდელი 2.53 მილიონ დოლარად შეისყიდა. მერვე ადგილი - "მერსედეს ნეცი" 1937 წლის გამოშვება გერმანული ავტომობილები მსოფლიოს ბაზარზე ყოველთვის გამოირჩეოდნენ. არც "მერსედესის" ეს სპორტული მოდელი იყო გამონაკლისი. იგი 1937 წლის ბერლინის ავტოგამოფენის სენსაციად აღიარეს, სადაც ჰოლივუდელმა მაგნატმა ჯეკ ვარნერმა შეიძინა. ამ მარკის მხოლოდ 26 ცალი მანქანა იქნა გამოშვებული. 2002 წლის იანვარში ეს "მერსედესი" 3.63 მილიონ დოლარად გაიყიდა. მეშვიდე ადგილი - "ალფა რომეო" 1937 წლის გამოშვება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ენცო ფერარიმ და ვიტორიო იანომ მიზნად დაისახეს, შეექმნათ ისეთი მანქანა, რომელიც რბოლაში დაუძლეველი იქნებოდა. 1938 წელს ავტორბოლელმა პიერო დიუსომ ამ ავტომობილით გამარჯვება მოიპოვა. მას შემდეგ ეს მანქანა ხელიდან ხელში გადადიოდა. 1992 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც აუქციონზე 4, 7 მილიონ დოლარად გაიყიდა. მეექვსე ადგილი - "შელბი კობრა" 1964 წლის გამოშვება 1963 წელს კეროლ შელბიმ შექმნა ახალი თაობის ავტომობილი "კობრა". მას გაუმჯობესებული აეროდინამიკა და გაძლიერებული ძრავი ჰქონდა. სერბინში გამართული რბოლის დროს "კობრამ" განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. 2002 წელს ამერიკელმა მილიონერმა მანქანა 4, 8 მილიონ დოლარად შეისყიდა. მეხუთე ადგილი - "ალფა რომეო ტიპო", 1932 წლის გამოშვება 1932 წელს გამოშვებულ ფორმულა 1-ის ტიპის "ალფა რომეო" მსოფლიო ბაზარზე პირველი ერთადგილიანი მანქანა იყო. რბოლებში მან არნახული შედეგები აჩვენა. სულ ექვსი მოდელი გამოუშვეს. 1933 წელს ეს მოდელები "ფერარიმ შეისყიდა. ამ ექვსი მოდელიდან ერთ-ერთი ცოტა ხნის წინ 5, 6 მილიონ დოლარად გაიყიდა. მეოთხე ადგილი - ფერარი-330. 1962 წლის გამოშვებ "ფერარის" ახალმა მოდელმა გამოცდა წარმატებით გაიარა. შემდეგ იგი ხისაში ოკადამ შეიძინა და ათი წლის განმავლობაში ნიუ იორკის ქუჩებში დაქროდა. 2002 წელს მანქანა აუქციონზე 6, 5 მილიონ დოლარად გაიყიდა. მესამე ადგილი - "ბუგატი". 1931 წლის გამოშვება "ბუგატის ავტოქარხანამ და ინსტრუქტორებმა ყურადღება გაამახვილეს არა მანქანის სიჩქარეზე, არამედ ზომაზე. "ბუგატი როიალი" მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ხის, ლითონისა და ტყავისგან შეიქმნა. მოდელი 3, 5 ტონას იწონის. მაშინ, როცა მაშინ მანქანები რამდენიმე ასეული დოლარი ღირდა, "ბუგატის" ახალი მოდელი 42 ათასს აღემატებოდა. 1987 წელს "კრისტის" აუქციონზე ეს მოდელი 8, 7 მილიონ დოლარად გაიყიდა. მეორე ადგილი - ფერარი - 250. 1962 წლის გამოშვება "ფერარის" ახალი მოდელი უპირატესობა იმაში გამოიხატებოდა, რომ მასში შერწყმული იყო ჩვეულებრივი და სპორტული ავტომობილის თვისებები. მას მსოფლიოში ყველაზე სექსუალური მანქანაც კი უწოდეს. მხოლოდ 40 ეგზემპლარია გამოშვებული. ეს ავტომობილი იაპონელმა ბიზნესმენმა 1990 წელს 16.6 მილიონ დოლარად შეისყიდა. პირველი ადგილი - "მერსედეს 3-196". 1954 წლის გამოშვება "მერსედესის" ამ მოდელმა 50-იან წლებში ნამდვილი ფურორი მოახდინა. 1980 წელს იგი ლონდონის მუზეუმში ექსპონატის სახით წარმოადგინეს, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ გაყიდეს, რათა მუზეუმის სარემონტო ხარჯები დაეფარათ. 1990 წელს "მერსედესი" ფრანგმა მილიონერმა 24 მილიონ დოლარად შეიძინა. 283 8-ს მოსწონს 2-ს არა
|