ფსიქონევროლოგია როგორ აუბედურებს facebook ადამიანებს 2013, 26 იანვარი, 13:22
ფსიქოლოგები გვირჩევენ, Facebook-ის მეგობრების სიიდან ყოფილი შეყვარებულები და ქმრები ამოვშალოთ. ადამიანები, რომლებიც მათ ფოტოებს ათვალიერებენ და მათ ბედნიერ სტატუსებს კითხულობენ, შურის გრძნობით ივსებიან და ცხოვრებით ვეღარ ტკბებიან. ანალიტიკოსები სოციალური ქსელის მომხმარებლებს "ფეისბუქზე" ნაკლები დროის გატარებისკენ მოუწოდებენ. მათივე აზრით, კარგი იქნება თუ მომხმარებლები მათი მეგობრების ბედნიერ სტატუსებსა და ფოტოებს დაბლოკავენ. ამასთან, მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ ასეთი მიდგომა საფრთხეს უქმნის "ფეისბუქის" პოპულარობას. . სოციალური ქსელის დაახლოებით მილიარდზე მეტი მომხმარებელი საიტს ყოფილი პარტნიორების პირადი ცხოვრების სათვალთვალოდ იყენებს; ეს ჯაშუშობა კი პიროვნების ფსიქოლოგიაზე ნეგატიურად აისახება. განსაკუთრებით, თუ ყოფილ პარტნიორისა და მისი ახალი საყვარლის ერთად გადაღებულ ფოტოს აღმოაჩენთ, ან სასიყვარულო შინაარსის სტატუსს იხილავთ. სოციალური ქსელის მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა აღიარა, რომ ხშირად სტუმრობს ყოფილი პარტნიორების გვერდს, ათვალიერებს ფოტოებს, რეგულარულად ამოწმებს სტატუსებსა და კომენტარებს. "ურთიერთობის დასრულების შემდეგ ექს-პარტნიორის Facebook-ის მეგობრებში დატოვება სტრესის დაძლევის პროცესს ძალიან აფერხებს". 503 7-ს მოსწონს 1-ს არა
|