x
image
რედაქტორი
როცა თვალები გტკივათ.

imageალბათ, თქვენ დაიღალეთ, ორგანიზმს არ ჰქონდა ვიტამინები, გაჩნდა რაღაც ინფექცია, დასუსტდა მხედველობა. დასაწყისში სცადეთ, რა თქმა უნდა ექიმი სპეციალისტის დახმარებით, განსაზღვროთ ტკივილის მიზეზი თვალის კაკლის უკან, წარბების მიდამოში, ქუთუთოებში. ცრემლის აქტიური გამოყოფის, სიცივის, ნათელი შუქის შიშის. მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ მკურნალობა. აი რამდენიმე რეცეპტი. უწინარეს ყოვლისა ვიტამინიზებული კვება. შემდეგ დაასვენეთ თვალები, მოერიდეთ მკვეთრ გადასვლას სიბნელიდან სინათლეზე, სიცივეს, ნათელ შუქს, სხვა გამღიზიანებლებს. დილას და საღამოს დაიდეთ თვალებზე ბამბის ხელსახოცები, დასველებული მაგარი ჩაის ნაყენში, გვირილაში. ზაფხულში მიიდეთ თვალებზე მრავალძარღვას, ახალი კომბოსტოს ფოთლები. დილით შეეცადეთ გამოხვიდეთ მწვანე ველზე, დიდხანს უყურეთ ბალახს. მისი ცვარი წაისვით თვალზე. დაიბანეთ თბილი წყლით. ნუ იკითხავთ დაწოლილი. უარი თქვით ზედმეტ ნათელ განათებაზე სახლში. შენობაში, სადაც თქვენ განსაკუთრებულად ხშირად იმყოფებით, გამორიცხეთ მკვეთრი წითელი, ნარინჯისფერი ფერები. ფარდები გადასაფარებლები, სუფრები, ლამპის აბაჟურები გააკეთეთ მწვანე. სალათისფერი, ცისფერი ქსოვილებისგან. რამოდენიმე ხნის შემდეგ თქვენ აღმოაჩენთ რომ, თქვენ თვალებთან ყველაფერი რიგზეა.

2
811
3-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
811
  
2013, 25 იანვარი, 21:59
მაგრამ ყველაფერს ჯობია,რომ თვალების ტკივილის დროს მიმართოთ ექიმს...
2013, 25 იანვარი, 21:57
საინტერესო იყო
0 1 2