სიახლეები მოზარდთა ფიზიკური ვარჯიში , მოძრავი თამაშები და შრომა 2013, 24 იანვარი, 16:40 ზოგიერთი მშობელი შეგნებულად არიდებს ბავშვებს ფიზიკურ ვარჯიშებსა და შრომას, რასაც დიდი ზიანი მოაქ ბავშვებისთვის. ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პერიოდში ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად აუცილებელია იგი შრომასაც მივაჩვიოთ. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს იტაცებთ სხვადასხვა შრომითი პროცესები, რასაც ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი. უნდა მივცეთ პატარა ჩაქუჩი, ლურსმნები, ფიცრები, დაე მან აკეთოს ის რისი სურვილიც აქვს. მუშაობის დროს ბავშვი ფიზიკურ განვითარებასთან ერთად გონებრივადაც ვითარდება. ბავშვები დიდად აფასებენ თავიანთ ნახელავს. ამ გრძნობას გაღრმავება სჭირდება. ვინც თავის შრომას აფასებს, ის სხვის შრომასაც დააფასებს. ბავშვმა ოთახის დაგვის დროს აამტვეროს კიდევაც, რეცხვის დროს თეფშიც გატეხოს, სამაგიეროდ ჩვენი ბავშვი ისეთ ჩვევებს გამოიმუშავებს, რაც შემდგომში დიდ გავლენას მოახდენს მისი შინაგანი ბუნების ჩამოყლიბებაში. დიდია თამაშების როლი მოზარდი ორგანიზმის ჩამოყალიბებაში. ბავშვისათვის თამაში იგივეა, რაც დედისთვის შრომა, პირობითი რეფლექსის გამომუშავებაში თამაშები დიდ როლს ასრულებს. თამაშის დროს ბავშვებს უვითარდებათ ამხანაგობის, კოლექტიური შრომის, ურთიერთ დახმარებისა და სხვა საჭირო ჩვევები. თამაში უნდა იყოს საინტერესო, მისაწდომი და მიზანდასახული. თამაშები აღრმავებს ბვშვის ფანტაზიას, ავითარებს გონებრივად და ფიზიკურად. თამაშის დროს უნდა იქნას, გამოყენებული ბავშვის ინიციატივა და მიდრეკილება.თამაშების ჩატარების დროს აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა. გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ ზოგი ბავშვი ზედმეტადაა აგზნებული, ზოგი კი პირიქით. ამა თუ იმ მოძრაობის შესრულებისას უნდა მოვითხოვოთ მისი არა მარტო შესრულება, არამედ სიზუსტე, სიმსუბუქე და სხვა. 189 2-ს მოსწონს
|