სიახლეები ბავშვების ჰიგიენური მოთხოვნები და ორგანიზმის გაკაჟება. 2013, 24 იანვარი, 15:27 ბავშვის აღზრდისათვის დიდი მნიშვნელობა აქ კვებისა და დღის რეჟიმს. მოძრავი და ფიზიკურად კარგად განვითარებული ბავშვები გაცილებით, უკეთ ჭამენ. ბავშვის უმადობას ყველა მშობელი მტკივნეულად განიცდის, ამიტომ აუცილებელია ბავშვი მივაჩვიოთ კვების რეჟიმს. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს დღის რეჟიმს, რომელსაც დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს. ჰაერი, მზე და წყალი-ჯამრთელობის ძირითადი საშუალებაა. თამაში და სეირნობა სუფთა ჰაერზე ყოველგვარ ამინდში, მზისა და წყლის აბაზანები, ცივი წყლით ან სველი ტილოთი ტანის დაზელა, ძილის წინ ფეხების დაბანა და სხვა ჯამრთელობის აუცილებელი პირობებია. ბავშვის ორგანიზმი თანდათან უნდა შეეჩვიოს ჰაერს, მზეს, წყალს, სიცივეს, სითბოსა და სხვა. ვარჯიშების ჩატარების შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის პროცედურებს, განსაკუტრებით დილის ტანვარჯიშის შემდეგ. 106 3-ს მოსწონს
|