x
image
რედაქტორი
რას ვჭამთ და რა უნდა ვჭამოთ...

imageარცეთმა ჩვენთაგანმა, ექიმების გარდა, რა თქმა უნდა, არ იცის, როგორ გამოიყურება მსხვილი ნაწლავი. ადამიანთა უმეტესობას იგი დანაგვიანებული აქვს წიდით. ძირითადად ამაში ჩვენ თავადვე ვართ დამნაშავენი. იმიტომ რომ, დღეში სამჯერ საჭმლის მომნელებელ სისტემაში ვუშვებთ იმ პროდუქტებს, რომლებზედაც არც კუჭი და არც ნაწლავები სრულებით არ არიან დაპროგრამებული. დიდი რაოდენობით სახამებლის შემცველი კერძები, ფქვილეულის სხვადასხვა ნაწარმი, განსაკუთრებით ტკბილეული, შემწვარი კარტოფილი, ხორცი სქელ შრეებად ილექება ნაწლავების კედლებზე, იწყებს ლპობას, მიკრობების გამრავლებას.

image თუ ადამიანს აქვს მიწისფერი პირისახე, პირიდან უსიამოვნო სუნი, კუჭსა და ნაწლავებში გულისრევის ტკივილები, გაუვალობა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მას მსხვილი ნაწლავი საშინლად დანაგვიანებული აქვს, არც ღვიძლშია ყველაფერი რიგზე. შეიძლება ეს ავიცილოთ თავიდან? რა თქმა უნდა. უმი სტაფილო, ხახვი, ახალი კომბოსტო, ბოლოკი, ბაშლები. მათგან შეიძლება დამზადდეს სალათები, შეარჩიეთ რა საკუთარი გემოვნებით, დაუმატებთ მზესუმზირას ზეთს, არაჟანს. ვარიანტები უამრავია.უმი ბოსტნეული და ხილი თავისებური ცოცხის როლს თამაშობს, რომელიც ასუფთავებს ნაწლავებს, გამოგვის წიდას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. კვების სისტემის ცვლილება მაშინვე აისახება თქვენს გარეგნობაზეც. კანი უფრო ქორფა და ელასტიური გახდება, ენაზე თეთი ნადები გაქრება, გაქრება ლითონის გემო, გულისრევა.

imageარიან ადამიანები, რომელთაც ძალიან უჭით შეიცვალონ კვების ჩვეული რაციონი. რას იზამ - გსურთ იყოთ ახალგაზრდა და ჯამრთელები-აიძულეთ საკუთარი თავი სხვაგვარად დაამზადოთ საუზმე, სადილი, ვახშამი. ეს პროცესი რომ შეამსუბუქოთ, მეტი სვით წვენები, თაფლიანი წყალი, ბალახების ნახარშები - კრაზანის, გვირილის, პიტნის, კალენდულის...როცა ბოსტნეული და ხილი, ამას კი თავად იგრძნობთ, გახდება თქვენი ყოველდღიური აუცილებლობა, როცა ორგანიზმი დაიწყებს "ყვირილს", თუკი ვერ მიიღებს აუცილებელ მცენარეული კერძების ნაკრებს, შეგეძლებათ რაციონში შეიტანოთ მცირეოდენი ფქვილეულისა და სახამებლის კომპონენტები. მაგრამ ფრთხილად. რადგან ახალი მიჩვევა წარმოიშობა უფრო სწრაფად, ვიდრე მისგან გადაჩვევა.

imageდა კიდევ ერთი რჩევა. თუ თქვენ ორმოცს გადაცილდით, დაივიწყეთ ცხიმიანი და შემწვარი.

0
313
2-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0