ტკბილეული მარწყვი კრემით 2012, 17 აპრილი, 12:47 საჭირო ინგრედიენტებია: (ერთი ულუფა) 125 გრამი მარწყვი, 1 ჩაის კოვზი შაქარი და ამდენივე ტკბილი ვანილი, 2 გრამი ჟელატინი, 75 გრამი უცხიმო ხაჭო, 75 გრამი იოგურტი, 1 სადილის კოვზი ამარეტო და 1 სადილის კოვზი გახეხილი შოკოლადი. მომზადების წესი: მარწყვი გარეცხთ დააცადეთ, კარგად გაიწუროს. ნახევარი დაჭერით შუა-შუა, მოაყარეთ შაქრის პუდრი, გააჩერეთ თხუთმეტ წუთს, რათა ნაყოფმა წვენნი გამოიტანოს. დაალბეთ ჟელატინი დიდი რაოდენობით ცივ წყალში. თასში ჩაყარეთ კარგად. ჟელატინი გადაწურეთ და შეურიეთ გამთბარ „ამარეტოს“, ნელ-ნელა შეურიეთ ხაჭოს მასას. ბოლოს დაუმატეთ გახეხილი შოკოლადი, მარწყვი და ხაჭოს კრემი. მოათავსეთ გამჭვირვალე თასში ფენა-ფენა და შედეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. გამოირეთ და მორთეთ მთელ-მთელი მარწყვებით. 1258 4-ს მოსწონს
|