სასმელები გლინტვეინის მომზადება 2012, 17 აპრილი, 11:28 საჭირო ინგრედიენტებია: ერთ-ნახევარი ლიტრი წითელი მშრალი ღვინო, 200 მილილიტრი კონიაკი, 200 გრამი შაქარი, 2 ცალი ლიმონი, ცოტა მიხაკი და დარიჩინი. მომზადების წესი: ღვინო ჩაასხით მომინანქრებულ ჭურჭელში. გაადნეთ მასში შაქარი და მიიყვანეთ ადუხებამდე ძალიან დაბალ ცეცხლზე. ლიმონი კარგად გარეცხეთ, დაჭერით თხელ ნაჭრებათ და ჩაყარეთ ცხელ ხვინოში. დაუმატეთ კონიაკი და სუნელები. გადმოდგით ცეცხლიდან და შეფუთეთ 10-15 წუთით. ძალიან არ გააცივოთ. ჩაასხით ჭიქებში და მიირთვით. 1903 2-ს მოსწონს
|