x
image
თეა კუჭავა
ბაშვის ღუღუნი-გენიალური სიტყვები ჰიუგოსი
image ბავშვის ღუღუნი უფრო მეტია და ნაკლები, ვიდრე სიტყვა.ნოტები არ არის, მაგრამ გალობაა, სიტყვის მარცვლები არ არის, მაგრამ სიტყვაა.ამ ღუღუნს ზეცაში ჰქონდა დასაწყისი და აღარ გაქრება ამწვეყნად, ბავშვის გაჩენამდე იყო და ბავშვით არის მისი განგრძობა.ბავშვის ტიკტიკი გამეორება არის იმისი, რასაც ამბობდა, როდესაც ანგელოზი იყო, და რასაც იტყვის, როდესაც ადამიანად გაიზრდება.აკვანს თავისი წარსული აქვს, როგორც კუბოს აქვს თავის მომავალი. ეს წარსული და მომავალი ბავშვის ღუღუნში აერთებენ თავიანთ იმედს და შიშს და არაფერი გვიმტკიცებს ასე კარგად ღმერთს, მარადისობას, პასუხისმგებლობას, ორმაგობას ბედისწერისას, როგორც ეს საშინელი ჩრდილი ბავშვის ტკბილ ღუღუნში.

ვიქტორ ჰიუგო “ოთხმოცდაცამეტი წელი"

ამავე ნაწარმოებიდან:

-ბავშვი? ბავშვს ვიღას აკუთვნებ?


-ჯერ მამას, რომელიც ჰქმნის, მერე დედას, რომელიც ჰშობს, მერე მასწავლებელს, რომელიც ზრდის, მერე საზოგადოებას, რომელიც ავაჟკაცებს, მერე სამშობლოს, რომელიც დედა არის მისი უმაღლესი, და მერე კაცობრიობას, რომელსაც ის ეკუთვნის.

ამ წმინდა კიბის საფეხურებია მამა, დედა, მასწავლებელი, საზოგადოება, სამშობლო, კაცობრიობა, რომლითაც ღვთისადმი მიდის ადამიანი.

კიბის თავს რომ მიაღწევს, უკვე ღმერთთან არის, ღია არის სასუფეველი, ოღონდ შევიდეს.

0
53
5-ს მოსწონს
ავტორი:თეა კუჭავა
თეა კუჭავა
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0