x
image
რედაქტორი
გასუქება

imageგასუქება ნაწლავის ანემიიის ერთ-ერთი შედეგია.მისი მიზეზები შეიძლება იყოს ნივთირებათა ცვლის დარღვევაც და ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა, ზედმეტი ჭამა. ამიტომ ყველაზე პირველი რჩევაა-ნაკლები ჭამა და მეტი მოძრაობა, ამასთან არა ნელი, არა ქუჩიდან სკამამდე, არამედ მუშაობა, სიარული გაოფლიანებამდე. რას ნიშნავს ნაკლები ჭამა? მრავალი არც ისე მსუქანი ხალხისაგან შეიძლება გაიგონოთ: ვჭამ როგორც კატა. არ დაიჯეროთ. ზომიერ რაციონზე გადასვლა ძნელია, მაგრამ აუცილებელი. ჭამა საჭიროა არა ერთი-ორჯერ დღეში არამედ უკიდურეს შემთხვევაში 5-6-ჯერ. ამასთან დაივიწყეთ ცხიამიანი, შემწვარი, ტკბილი, გაფუებული ცომი, კარაქი, კრემი, არაჟანი. imageთქვენი საშველი ბოსტნეულსა და ხილშია, მცირე რაოდენობით ხორცსა ან თევზში, შემხმარი პურის ნაჭერში.ძალიან სასარგებლოა შიმშილობა. 24 საათით არაფერი არ ჭამოთ, მხოლოდ სვით წყალი, წვენები, ბალახების ნახარშები. ასეთი განმტვირთავი დღე საჭიროა გაკეთდეს თუნდაც ერთხელ კვირაში. თუ ძალიან გტანჯავთ შიმშილი, შესვით ნახევარი ჭიქა პიტნის ნაყენი. მაგრამ შიმშილობის დღე არ ნიშნავს, რომ ყველა მომდევნო დღეს შეიძლება ბევრი ჭამა. ზომიერება- აი რა უნდა იყოს თქვენი დევიზი. ჯილდოდ-მოხდენილი ტანი, მსუბუქი სიარული, ტკივილების გაქრობა ღვიძლში, გულის სწორი რიტმის აღდგენა, სისხლძარღვების მუშაობის გაუმჯობესება. ამის გულისთვის კი ღირს ახალი პურის ზედმეტი კარაქიანი ნაჭრისა ან გემრიელი ტორტის შეწირვა.

0
278
5-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0