x
მეტი
  • 02.01.2025
  • სტატია:139163
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512648
ევა!

image

წვიმა ისე თავგამოდებით და ერთგულად რწყავდა თბილისს, როგორც ნიუ-იორკელი, მაღალანაზღაურებადი მეეზოვე ყვავილების ბაღს...

საქარე მინაზე წყლის ჭავლი შეუჩერებლად მოედინებოდა! ქუჩაში კი მოძრაობა უფრო დაძაბულიყო, გაფაციცებულიყო..

ამინდს, თბილისის ტემპისთვის, პატივი აუყრია.... შენელებული კინო-კადრებივით მიიზლაზნებოდა საღამო ჩუღურეთის ვიწრო უჰაერო ქუჩებში და ეს ტემპი ნერვებს მიშლიდა... თავად ქუჩებში კი კენგურუს ნაბიჯებით დახტოდნენ, გუბიდან გუბეზე, შინმიმავალი ადამიანები... იყვნენ ისეთებიც ვისაც არსად არ ეჩქარებოდა და ხეზე აყუდებული საკუთარ თავს წარმატებით და ბარბაცით უმტკიცებდა: ____ სადღა უნდა წავიდე, დედამიწა თუ მართლა ბრუნავს ჩემმა სახლმა სადღაც აქვე უნდა ჩაიაროს, დაველოდებიო და ბოლო ჭიქის სადღეგრძელოს იხსენებდა__ამაოდ!..........


მძღოლი ალბათ გამოცდილია, გარეთ არაფერი სჩანდა___ უცაბედი მგზავრი კი შეამჩნია!

– _არააა! ოღონდ ახლა არ გაუჩერო! ამოვიგმინე....

კათოლიკური ეკლესიიდან გამოსული, ლურჯ ლაბადაში გახვეული გოგონა ჩვენსკენ გამოემართა ჩქარი ნაბიჯებით, თითქმის სირბილითაც და მეც ეს მცირე შეყოვნების პაუზა, მძღოლს _____ უმალ მივუტევე დიდსულოვნად!

ყვითელი სამარშუტო ტაქსი თითქმის ცარიელი იყო...

გოგონამ კარი გამოაღო თუ არა, ისე რომ დამხვდური მგზავრებისთვის არც კი შეუხედავს, თვალით__თავისუფალი ადგილი მოძებნა! დაუდევრად შემოხვეული თავშალი თმებიდან სველ მხრებზე ჩამოუსრიალდა, ერთი მსუბუქად ჩაისუნთქა "გალუმპული ჟანგბადი" და შემომხედა პირდაპირ თვალებში...

ადგილზე გავქვადი!... ასეთ თვალები___ სველ ლაბადაზე უფრო ლურჯი...ამინდზე უფრო ნაღვლიანი...შავ ზღვაზე უფრო ღრმა და სამყაროზე უკიდეგანო__არსად მენახა!.....

ერთ წამში შტორმად შემომერტყა და თავი დამაკარგინა, უცნაურმა გრძნობამ !..

ნარნარად მოძრავი არსება ჩემს გვერდით ჩამოჯდა.....

ფილტვები შეიკუმშა და ჰაერი დაცოტავდა, საგრძნობლად....

– __და მგონი აღარსად მეჩქარებოდა!..

ფანჯრისკენ შევტრიალდი, მაგრამ ოპტიკურმა მეხსიერებამ და ნანახის ექსტაზმა უფრო მძაფრად დამიარა სხეულში____ დამამუნჯა და მომნუსხა.... გული ხან გამალებით სცემდა, ხანაც პროტესტს აცხადებდა, ჯიუტად ___ მუშათა კლასივით...

სული სხეულს რომ გაეყარა, ზენა ცა მოირბინა (აღარ მახსოვს მგონი ფეხით) და თავისუფალი ვარდნა იწყო ___ გოგონა უცებ შეიშმუშნა. სველი ქოლგა დაბლა დაუშვა და სკამებს შორის მიჯნა გაავლო! თითქოს ცოტა გამოვფხიზლდი...

ცნობიმოყვარებამ სუნთქვა შეიკრა და შავარდენივით კამარა დაარტყა ამ საოცარი არსების გარშემო... ამაოდ ___ სხვა რაკურსით ვერაფრით ვახერხებდი გოგონას დანახვას. ჩემს გასაჭირს არ იმჩნევდა. ვითომ იქ არც ვყოფილიყავი, ზედაც არ შემოუხედავს, მზერა არსად გადაუტანია.სპილოსძვლიფრად ნაკვეთი ნატიფი სახე ფაიფურის გეგონებოდათ ___უსულოს ჰგავდა!

მისი, მაცქერალი იფიქრებდი ___ სამოთხის ანგელოზებმა მუნიციპალური ტრანსპორტით დაიწყეს მგზავრობაო!..


– __ რომ გადახვალ გააჩერეეეეეთ! __დაიყვირა ვიღაცამ უკანა სკამიდან.

ხმამ გამომაფხიზლა.დაორთქლილი ფანჯარა ხელსახოცით გავწმინდე და გარეთ გავიხედე... ___ რკინიგზის სადგურთან მოვსულვართ უკვე!

image

ჩემი ჩასვლის დროა მაგრამ??... იქნებ გადავდო გამგზავრება?.. მოდი გავყვები უკან და გავიგებ სად ცხოვრობს ეს გოგონა?..ან იქნებ არ ღირდეს?? ერთხელაც არ შემოუხედავს მთელი გზა ჩემთვის! __ როგორ ავაბნევინო თავ-გზა ამ უცნობს ამხელა კაცმა?! არადა რა ლამაზია!..

მარჯვენა მუხლთან სიცივე და სისველე ერთბაშად ვიგრძენი...ღმერთო ჩემო, ეს ხომ გოგონას სველი ქოლგაა! მაგრამ გოგონა სადღაა??.. სულ ამაოდ ვაცეცებდი თვალებს მის ძებნაში და ვატრიალებდი თავს 360გრადუსით, ჭოტივით...

მგზავრობის საფასური წელმოწყვეტილმა გადავიხადე და ხელმოცარული თევზაობით გამწარებული მებადურივით, უკუსვლით ჩამოვედი სამარშუტო ტაქსიდან, ნირწამხდარი!

ბარგი ცალ ხელში ჩავბღუჯე და ხელში შერჩენილი ქოლგა ისე უხერხულად დავატრიალე, თავს ზემოთ, უნებურად __დარტანიანი გამახსენდა___ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვისო რომ დაიკივლებდახოლმე...

ეეეჰ! "ჩემი ერთი" და შეიძლება__ ერთადერთიც, ამ წამს დავკარგე სამუდამოდ... არა, მაინც სად გაქრა ასე უცებ ჰააა?!

რკინიგზის სადგური თბილისშიც ისეთია როგორც ყველგან, მსოფლიოში! დაღლილობა, მოლოდინი და მოუთმენლობა დაიარება ირგვლივ სუნთქვაშეკრული...მოსაცდელში თავისუფალ სკამს თუ იპოვი იცოდე რომ გაგიმართლა! კართან კეთილი მასპინძელივით აუცილებლად დაგხვდება ის, ვინც, შეწევნას შეგევედრება... გაღებული ხურდით კი ბედნიერ მგზავრობის კეთილ, მაგრამ ყალბ სურვილს შეიძენ!

– _ჰოო!___ბილეთიც უნდა შეიძინო მგზავრობისთვის, თორემ გამცილებლები ყველგან ბრაზიანი და ბუღალტერებივით უემოციო არსებები არიან__ შუა გზაში შეუძლიათ ჩამოგაგდონ მატარებლიდან უცერემონიოდ!

ბილეთზე დაწერლი " შპარგალკით" საკუთარ ადგილამდე მივაღწიე... ღამის მატარებელი არც ისე ცუდია! ცოტა "მეზობელში" უნდა გაგიმართლოს ___ სასურველია დაჭრილი ლომივით არ სუნთქავდეს, თორემ დაიძინებ ღამე და დილით ადგილზე ხარ.....

ტანმორჩილმა გამცილებელმა "დამუშავებული"ღიმილით შემომცინა, ზუსტად ისე, "სუხიშვილების" მოცეკვავეებს რომ აქვთხოლმე ცეკვისას ___ ყალბად მანერული გაშეშებული ემოცია სახეზე, ღიმილად! გამცილებელმა არ დაიზარა და "კუპემდეც" მიმაცილა... ზედა თაროზე ჩამოკიდებული "მეზობლის" ლურჯი ლაბადა შრებოდა...

მატარებელმა ჩაისუნთქვა და გუგუნ გუგუნით დატოვა სადგური...

image

ვნებააშლილმა წვიმამ, მწველ გრძნობებს დილამდე ეცეკვა_ტანგო!

უფლისგან დაწყევლილი მუცელზე გაწოლილი ქვეწარმავალივით რიტმული რხევით მიცურავდა მატარებელი ზღვიპირეთისკენ..


და მე სამოთხიდან გამოგდებული ადამივით ____ სულ არაფერზე, არაფერზე ვდარდობდი.....

18
45
20-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
45
  
2013, 17 თებერვალი, 21:13
ცალი გვერდი___ ნათლის მაქვს!..:)))))))))))))
2013, 17 თებერვალი, 21:11
მდაააა... ირა ფიქრებსა და აზრებში მესინქრონები, მიხარია რომ ერთ "რელსებზე" ვდგავართ, მეც მიწერია ქალის "მზერით" ასეთმოკლემეტრაჟიან ემოციათა "კატრინებზე".
2013, 25 იანვარი, 14:08
რა არ შეესაბამება რეალობას ბოლო ფოტო?
2013, 25 იანვარი, 14:07
რეალობას არ შეესაბამება )) ალბათ კაცის ოცნებებს ასახავს...
2013, 25 იანვარი, 14:01
ეს ბოლო სურათი არ მომეწონა ))
2013, 22 იანვარი, 22:44
ახლა მე ვიმოგზაურე სადგურის მოედნამდე და შემდეგ ზღვისპირეთისკენ... გენიალურია. :) ძალიან მომეწონა. ყოჩაღ!
2013, 22 იანვარი, 22:22
ერთ რამეს ვიტყოდი ალალად, კაცის პირით ნათქვამი ქალის ნაზი სულიერება, ფანტაზია და ლამაზად აღქმული დროის ნაწყვეტია.
2013, 22 იანვარი, 10:17
"ფილტვები შეიკუმშა და ჰაერი დაცოტავდა, საგრძნობლად...." ეს უკვე სიყვარულია.. :):)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10