სიახლეები თუ დაკარგეთ ხმა თქვენ დაგეხმარებათ... 2013, 21 იანვარი, 23:47 ავიღოთ ნახევარი ჭიქა ანისულას თესლი, დაასხით ნახევრამნდე ერთი ლიტრი წყალი და ადუღეთ 15 წუთი. შემდეგ თესლი გაადაყარეთ, ნახარშში კი ჩაამატეთ მეოთხედი ჭიქა თაფლი, ისევ აადუღეთ. ჩამოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ ერთი კოვზი კონიაკი ან არაყი. სვით თითო სუფრის კოვზი ყოველ ნახევარ საათში. საღამოსთვის ხმა მთლიანად აღდგება. კიდევ შემოგთავაზებთ რამდენიმე ხალხურ მეთოდს რომელიც ძალიან ეფექტურია: 1) ერთი ჭიქა რძეში ერთ კოვზი თხის ქონი გავუკეთოთ და ცხლად მივირთვათ. 2) მოხარშეთ 2 კარტოფილი (კანგაუცლელი), 1-2 ხახვი, 2 ვაშლი (ასევე კანგაუცლელი). ამათ ნახარში წვენი სვით დღეში 3 ჯერ. 3) უმ კარტოფილს ამოუღეთ გული ისე რომ შიგ 1-2 კოვზი თაფლი ჩადო. დილას ეს სახამებლით გაჯერებული თაფლი მიირთვით უზმოზე. 4) ერთ ლიტრ წყალს, როცა იგი ადუღდება, დაამატეთ 400 გრამი რომელიმე მარცვლეული ქატო. სვით ცოტ-ცოტა ცხლად დღის განმავლობაში. საღამოსთვის ყელის ტკივილი გაქრება, მთლიანად აღდგება ხმის ბგერა და ტემბრი. 50 2-ს მოსწონს
|