x
image
ეკა.
რას ნიშნავს "fast food"-ის იმპერია? (გაიგეთ ის რაც არ იცოდით)
image

სწრაფი კვების (fast food)-ის "იმპერია" იმდენად მოედო მსოფლიოს, რომ მან მრავალ ქვეყანაში ტრადიციული სამზარეულო განდევნა. ჰოთ-დოგმა, ჰამბურგერმა და ჩიფსმა ჩაანაცვლა ტრადიციული კერძები. ასეთ კვებას ბევრი უარყიფითი მხარე გააჩნია. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიზარდა ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვი. როგორც წესი, ეს საკვები ძლიერ კალორიულია. მასში დარღვეულია ბალანსი ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების შემცველობას შორის, ღარიბია ვიტამინებით და ცელულოზით. ცელულოზა კი ხელს უწყობს პერესტალტიკას.

სწრაფი კვების პროდუქტებით, ძირითადად, ქუჩაში ვიკვებებით. სიჩქარეში საკვებს კარგად არ ვღეჭავთ და კუჩში ხვდება მექანიკურად დაუმუშავებელი და ნერწყვით გაუჟღენთავი ლუკმები. ამიტომ სწრაფად კვება ხშირად გასტრიტიტს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლოვან დაავადებების, შეკრულობის მიზეზი ხდება.

ქუჩაში კვებისას ვერ ვიცავთ ჰიგიენას და შეიძლება ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს სალმონელოზის და ზენტერიისა და სხვა დაავადებათა გამომწვევები, ჭიის კვერცხები. კვების პროდუქტებში, მათი არასწორი მომზადების, ტრანსპორტირებისა და შენახვისას, შეიძლება მოხვდეს დაავადების გამომწვევი მიკრობები, რომლებიც შხამებს გამოიმუშავებენ. სწორედ ასეთი პროდუქტები, რომლებსაც ზოგჯერ გაფუჭების ნიშნებიც კი არ ეტყობა, მოწამვლის მიზეზია.


მოწამვლას ყველაზე ხშირად მიკრობებით ინფიცირებული ხორცისგან მომზადებული პროდუქტები, რძე, ხაჭო, ყველი, ფრინველის კვერცხი და თევზეული იწვევს.

ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ზოგჯერ მომატებული ტემპერატურა - ეს საკვებით მოწამვლის ნიშნებია. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ საავადმყოფოს და გაიკეთოთ გადასხმა.

0
98
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკა.
ეკა.
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0