სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და მასთან დაკავშირებული ლეგენდები გაგახსენდეთ, მაგალითად, წყლის დალევა, მაღლა ახედვა, ქაღალდის ყუთში სუნთქვა, შეშინება და ა.შ. ამ ხალხურ მეთოდებს კარგი იქნება, თუ ერთ ნაცად ხერხს დავუმატებთ: სლოკინის დროს ყელი ყინულით დაიზილეთ, ასე მოახდენთ ნერვული იმპულსების ბლოკირებას, რომელიც აღიზიანებს დიაფრაგმას და იწვევს სლოკინს. ეს პროცედურა განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულში, რასაც ვერ ვიტყვით ზამთარზე.