x
image
nukrichanturia
გვჭირდება მარილი?
image
























გვჭირდება თუ არა მარილი? ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ცალსახად არც იმის თქმა შეიძლება, თუ რომელ მარილს მივანიჭოთ უპირატესობა - ზღვის თუ ქვამარილს.

არარაფირინებული ზღვის მარილი მინერალური კომპონენტების 60 პროცენტს ინარჩუნებს, ჩვეულებრივი მარილი ანუ ის, რომელსაც საკვებად ვიყენებთ, გათავისუფლებულია ბუნებრივი "სიმდიდრისგან" და ფაქტობრივად მხოლოდ ქლორითა და ნატრიუმითაა მდიდარი. დიეტოლოგთა ნაწილი თვლის, რომ გასუფთავებული მარილი ჯანმრთელობისთვის უფრო საზიანოა, ნაწილის აზრით კი დღეს ზღვა იმდენად დაბუნძურებულია, რომ მარილის საკვებ რაციონში გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

რისთვის გვჭირდება ქლორი.


ქლორი კუნთების ნორმალურ მუშაობას, წყლისა და მჟავეტუტოვანი ცვლის პროცესს არეგულირებს. მისი უკმარისობის შემთხვევაში ადამიანს კუნთოვანი სისუსტე, ძილიანობა, კოორდინაციის დარღვევა აღენიშნება. ქლორი ასევე საჭირო და აუცილებელია კუჭის წვენის გამოსამუშავებლად. თუ იძულებული ხართ, გარკვეული მიზეზების გამო უარი თქვათ მარილზე, ეცადეთ, რომ ქლორი ორგანიზმს სხვა პროდუქტით მიაწოდოთ. მაგალითად, მინერალური წყლით.

იოდის დეფიციტი.

ჩვეულებრივი მარილის იოდით გამდიდრება აუცილებელი არ არის. თუ იოდის დეფიციტს განიცდით, იოდიზირებული მარილის მიღება ნამდვილად სასურველია, თუმცა რჩევა წინასწარ ექიმს ჰკითხეთ. იოდის დეფიციტის აღმოფხვრას ჩიპსებითა და მარილიანი ჩხირებით ნუ ეცდებით.

0
150
7-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0