შოუბიზნესი ქართველი ქალების ტოპ-ათეული 2013, 21 იანვარი, 19:10 ინტერნეტ ორგანიზაცია- GFAV (georgian fashion and voting) "ქართველი ქალბატონების ტოპ-10"-ის გამოსავლენას გამოკითხვა ჩაატარა. ბევრისთვის მოულოდნელად ყველაზე მეტი ხმა ნანკა კალატოზიშვილმა დააგროვა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნანკა ფეხმძიმედაა და ჩვეულებრივ ფორმაში არ არის, ალბათ თავადაც არ ელოდა ქართველი ქალების ტოპ-ათეულის სათავეში ყოფნას. ნანკა კალატოზიშვილმა ხმების 23% მიიღო. რეიტინგით მეორე ადგილზე შორენა ბეგაშვილია, რომელიც ალბათ სათავეში ყოფნასც ელოდა, თუმცა ამ ეტაპზე შორენა მეორე ადგილს დასჯერდა. შორენას მეორე ადგილზე ყოფნა შეიძლება მისმა ეკრანიდან გაქრობამ გამოიწვია. იღბლიანი ბორბალი შეჩერებული იყო და შორენაც მოაკლდა ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ტელევიზიის მაყურებლის თვალს. საუბრობდნენ იმაზე, რომ იღბლიანი ბორბალი შეიძლება აღარ გაგრძელებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა და იღბლიანი ბორბალი ისევ იწყება. ახალ სეზონში შორენა ბეგაშვილთან ერთად ბორბალს ვანიკო თარხნიშვილი დაატრიალებს და შეიძლება ახალ გამოკითხვაში შორენამ პირველ ადგილზე გადაინაცვლოს. მესამე ადგილზე "რუსთავი 2-"ის სახე გვანცა დარასელიაა, რომელმაც ხმების 11 %-ი მიიღო. რეიტინგში მეოთხე ადგილზე ცნობილი ჯგუფის "ა სტუდიოს" ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია გავიდა, რომელმაც ხმების 6 %-ი მიიღო. საპატიო ათეულში მეხუთე პოზიციაზე ტელეკომპანია "იმედის" სკანდალური წამყვანი თიკო სადუნიშვილია (5%), მეექვსე ადგილზე მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანია (4%), მეშვიდე პოზიციაზე კი ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუაა. რეიტინგის მერვე ადგილზე მოდელი ქრისტინე ძიძიგური, ხოლო მეცხრე ადგილზე მომღეალი ნინი ბადურაშვილი მოხვდა, საპატიო ათეულის ბილო მეათე პოზიციაზე კი მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი აღმოჩნდა. 233 4-ს მოსწონს 3-ს არა
|