x
image
მაკუნა
Mediator image
ცელულიტი და მისი დამარცხების გზები
imageქალს არაფერი ისე არ უფუჭებს განწყობას და არ უკარგავს მოსვენებას, როგორც სხეულზე ცელულიტის გაჩენა. საინტერესოა როგორ წარმოიქმნება "ფორთოხლისებრი ქერქი" სხეულზე, არის თუ არა ცელულიტი დაავადება და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.

ინტერმედია თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემაზე საინტერესო მასალას გთავაზობთ:


მედიცინის მუშაკების განმარტებით, ცელულიტი შემაერთებელი ქსოვილის სისუსტეა. ცელულიტის საყვარელი ადგილებია დუნდულები, მკლავები, მუცლის წინა და გვერდითი კედლები. მისი სამიზნე სუსტი სქესია, რაც იმით აიხსნება, რომ ქალის შემაერთებელ ქსოვილს ნაკლებად თანაბარი სტრუქტურა აქვს.ნიშანდობლივია, რომ მოწიფულ ასაკში ქალებს სხეულის განსაზღვრულ ადგილებზე ცხიმოვანი ქსოვილი შედარებით ჭარბად უვითარდებათ, რასაც თან სდევს კანზე ღრმულების გაჩენა. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ცელულიტის პრობლემა მხოლოდ ჭარბწონიან ქალბატონებს უვითარდებათ. ცელულიტი შესაძლოა ქონდეს გამხდარ და პატარა ასაკის გოგონასაც. თუმცაღა, დაავადების გავრცელება ასაკთან ერთად იმატებს, პირველ ნიშნებს უკვე 25-27 წლის ასაკში ვხვდებით, ბოლო დროს კი სამწუხაროდ მისი გაახალგაზრდავების ტენდენცია შეიმჩნევა. ცელულიტის ფენომენი სრულყოფილად ჯერ შესწავლილი არაა, თუმცა მედიკოსები აღარ დაობენ, რომ მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში განსაკუთრუდავოაებული მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ ფაქტორებს: ჰორმონულ ცვლილებებს, მემკვიდრეობას, არასწორ კვებას, სქესს, ეთნიკურ თავისებურებებს, ცხოვრების წესს. მრავალი მკვლევარი ცელულიტს XXI საუკუნის ფენომენად მიიჩნევს და ფიზიკური აქტივობის მკვეთრ შეზღუდვას უკავშირებს. სავარძელი სამსახურში და სახლში, ავტომობილის სალონი, ანუ უმოძრაობა – ცელულიტის ძირითადი მიზეზები გახლავთ! სხვათაშორის, თანამედროვე გამოკვლევებით დადასტურდა რომ ცელილიტი შესაძლოა სტრესმაც გამოიწვიოს, რომელიც ჰორმონული დისბალანსის ერთ-ერთი მიზეზია.


დღეისათვის მთელ მსოფლიოში ცელულიტთან საბრძოლველად არსებობს უამრავი მეთოდოლოგია. ქირურგიული ჩარევით (ლიპოსაქციით) დაწყებული, ანტიცელულიტური მალამოებისა და ძვირად ღირებული ინექციებით დამთავრებული. ასევე ეფექტური ხერხია ცელულიტთან საბრძოლველად ანტიცელულიტური მასაჟი, თუმცა როცა ცელულიტი უკვე ღრმადაა სხეულზე განვითარებული ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მასაჟით პრობლემის გადაჭრა ფაქტიურად შეუძლებელია. ცელულიტთან ბრძოლისას წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ თუ კომპლექსურ მიდგომას გამოვიყენებთ. რაც გულისხმობს: ბალანსირებულ დიეტას, აქტიურ, ჯანსაღ ცხოვრების წესს, ფიზიოთერაპიული მკურნალობის ფართო სპექტრს . რაც სადღეისოდ საქართველოშიც უამრავ კლინიკაშია შესაძლებელი.



მაგრამ თუ ცელულიტთან ბრძოლაში ფინანსები ხელს არ გიწყობთ, ყურებს ნუ ჩამოყრით, ებრძოლეთ მას სახლის პირობებშიც.


ამისათვის, დილით აბაზანის მიღება კონტრასტული შხაპით დაიწყეთ. ცივი და თბილი წყლის მასაჟი თქვენს კანს უფრო გაცილებით მკვრივს და ელასტიურს გახდის.


შეეცადეთ საკვები პატარ პატარა პორციებით ყოველ 3 საათში ერთხელ მიირთვათ. მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეული – სტაფილო, პომიდორი, წითელი წიწაკა. მიირთვით უცხიმო ხაჭო, ფრინველის ხორცი და კვერცხი, ანუ მეტი ცილის შემცველი საკვები. სასურველია ზღვის პროდუქტები. 10 დღის მანძილზე მაინც ნუ მიეტანებით მარილიან და შემწვარ საკვებს.


აუცულებელია სითხის მიღება დიდი რაოდენობით ცელულიტთან საბრძოლველად . ასევე ძალიან ეფექტურია მწვანე ჩაი.


მთავარია ბევრი იმოძრავოთ, რადგან ფეხით სიარული გადამწყვეტია. მთავარი დატვირთვა ფეხებზე მოდის, ამიტომ მაქსიმალურად ბევრი იარეთ.


ცელულიტთან საბრძოლველად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც არ გამოგადგებათ. ასევე ნუ ნუმიეტანებით ძალიან ვიწრო შარვალს . გახსოვდეთ, რომ ვიწრო ტანსაცმელი კანქვეშ ნივთიერებათა ცვლას ანელებს.


უმნიშვნელოვანესია ანტიცელულიტური მასაჟი, რის გაკეთებასაც თუ მასაჟისტთან ვიზიტის საშუალება არ გაქვთ ამ ვიდეოს საშუალებითაც შეძლებთ:


და ბოლოს, აუცილებლად ირწმუნეთ. რომ ცელულიტს დაამარცხებთ, ფსიქოლოგიური განწყობა ყველა საქმეში უმნიშვნელოვანესია.

1
4147
8-ს მოსწონს
5-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
4147
  
2013, 5 აპრილი, 17:45
გთხოვთ არ დაიზაროთ და ხმა მისცეთ ნიკოლოზ ფორჩხიძეს კონკურსისთვის "ჩემი საყვარელი სათამაშო" http://patara.ge/?id=109482
0 1 1