x
image
ეთო-ეთო
მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო საკვები
პომიდორი


image


















გამოკვლევებით დადგინდა, რომ პომიდორი განსაკუთრებით სასარგებლოა თერმული დამუშავების შემდეგ, რადგან ამ დროს მასში შემავალი ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტი, ლიკოპენი ადვილად გამოთავისუფლდება, განსაკუთრებით მცირე რაოდენობის ზეთის დამატების შემთხვევაში. სწორედ ეს ნივთიერება ანიჭებს პომიდორს წითელ ფერს.

თუ ცოცხალი პომიდორი გიყვართ, არც ესაა ცუდი, რადგან C ვიტამინის უზარმაზარი საბადოა.




ისპანახი


imageსასარგებლოა მხედველობისათვის, შეიცავს რკინას და კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ამასთანავე ერთი თეფში ისპანახი მხოლოდ 41 კალორიას შეიცავს, ცხიმს კი - არა.



წითელი ღვინო


image


დღეში ერთი ბოკალი წითელი ღვინო ძალიან სასარგებლოა გულისათვის და სრულიად საკმარისი ჯანმრთელობისათვის.



თხილეული


image


თხილეულში შემავალი ცხიმი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და აუცილებელია. სხვა სიკეთესთან ერთად იგი ანადგურებს ონკოლოგიურ უჯრედებს და გულის დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა.



სატაცური


image


ეს მწვანე საკვები აჩერებს ონკოლოგიურ პროცესს. მისი რეგულარული გამოყენება კარგია ფილტვებისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს და ასევე პროფილაქტიკისათვის.



შვრია


image


გამოკვლევებით დადგინდა, რომ შვრია ("ჰერკულესის" ფანტელი) არეგულირებს არტერიულ წნევას და შეუცვლელია ჭარბი წონის დროს.



ორაგული


image


ამცირებს "ცუდი" ქოლესტერინის დონეს. შეიცავს ცხიმის განსაკუთრებულ სახეობას, "ომეგა-3"-ს, რომელიც იცავს ჩვენი თავის ტვინის უჯრედებს და ავტოიმუნურ სისტემას სხვადასხვა ასაკობრივი დაავადებებისაგან.



ნიორი


image


მას ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია: იცავს გულს, ებრძვის ავთვისებიან უჯრედებს და ვირუსებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ამ ყველაფერზე პასუხს უმი ნიორი აგებს.

სამწუხაროდ თერმული დამუშავების შემდეგ იგი კარგავს სამკურნალო თვისებებს. სამაგიეროდ კუჭის ლორწოვან გარსს აღარ აღიზიანებს.



მწვანე ჩაი


image


ანახლებს სისხლძარღვთა კედლების უჯრედებს, სასარგებლოა გულის, კუჭისა და ღვიძლის ფუნქციონირებისათვის.

ანადგურებს ბაქტერიებს პირის ღრუში და გვიცავს კარიესისაგან.



მოცვი


image


ანტიოქსიდანტების რაოდენობით ბევრი ხილი და ბოსტნეული მასთან ახლოსაც ვერ მივა. მოცვის მირთმევა ამცირებს გულის დაავადებებათა და კიბოს განვითარების რისკს. ებრძვის შარდსასქესო ორგანოს ინფექციებს. გარდა ამისა არაჩვეულებრივად მოქმედებს ტვინზე და აუმჯობესებს მეხსიერებას.



0
1355
5-ს მოსწონს
ავტორი:ეთო-ეთო
ეთო-ეთო
1355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0