ქალი 20 ნამდვილი მეთოდი - როგორ გავილამაზოთ სხეული 2012, 21 დეკემბერი, 21:22 როგორ ვიკვებოთ, რომ გავხდეთ 1. ცხარე საკმაზები, როგორებიცაა: წიწაკა, ნიორი და სხვა, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ამიტომ კერძებს ნიორი, წიწაკა და ხახვი დიდი რაოდენობით მოაყარეთ. 2. ნურც მჟავე საკვებს დაივიწყებთ, რადგან ისინი სტრესისაგან გვიცავს, რადგან დიდი რაოდენობით მაგნიუმს შეიცავს. 3. ორგანიზმში რკინის ნაკლებობა ცხიმების გამოყოფას უშლის ხელს, ამიტომ ხშირად მიირთვით რკინით მდიდარი პროდუქტები: ვაშლი, თირკმელი, ღვიძლი. 4. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ცოცხალი ბოსტნეული. ისინი ნაკლებკალორიულია და კუჭის მოქმედებას უწყობს ხელს. კუჭის აქტიური მოქმედება კი ლამაზი სხეულის გარანტიაა. 5. ხილის უზმოდ ჭამას არ გირჩევთ. ისინი ფრუქტოზას შეიცავს და თავისთავად ბოსტნეულზე კალორიულია, განსაკუთრებით - ბანანი, ლეღვი და სხვა. 6. ნუ აკრძალავთ პურს და მაკარონს. ეს პროდუქტები საჭმლის მონელებას უწყობს ხელს, თუმცა არა დიდი რაოდენობით. ხილის წვენები 7. უარი თქვით ძლიერი, სპირტიანი სასმელების მიღებაზე. 100 გრ არაყი, კონიაკი ან კოქტეილი - შერეული 1/3 ვაშლის წვენთან - კალორიულობით ერთ სადილს უტოლდება. 8. ნუ გაგიტაცებთ ხილის წვენები - ისინი ბევრ შაქარს შეიცავს. უმჯობესია ვაშლის წვენისა და მინერალური წყლის ნარევი მიირთვათ. 9. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ ადუღებული წყალი, რომელშიც 1 ლიმონი შეგიძლიათ ჩაწუროთ. 10. ჩვეულებრივი ჩაი მცენარეულით შეცვალეთ, მაგალითად გვირილის, ასკილის ან პიტნის. 11. ერთი ფინჯანი უშაქრო ყავა - სადილის ბოლოს მშვენიერი დესერტია. კოფეინი ცხიმების დაშლას უწყობს ხელს. 12. სვით ბევრი წყალი. ნებისმიერი დიეტა ორგანიზმში ტოქსინებს აგროვებს, რომლის გამოდევნაც მხოლოდ წყალს შეუძლია. 13. თუ თქვენი სხეული სერიოზულ ცვლილებას საჭიროებს, ძროხის რძე სოიისათი შეცვალეთ. საკვები კარგად დაღეჭეთ 14. საკვების ნელა მიღება დანაყრების შეგრძნებას აჩქარებს. 15. როდესაც საჭმელს მიირთმევთ, საუბრისა და კითხვისაგან თავი შეიკავეთ, რადგან ლაპარაკის დროს გაცილებით მეტ საკვებს ვიღებთ, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება. 16. რაც შეიძლება კარგად და დიდხანს დაღეჭეთ ლუკმა - დაახლოებით 15-20-ჯერ. 17. ჩინელები მიიჩნევენ, რომ არაფერი ისე კარგად არ მოქმედებს სხეულის გალამაზებაზე, როგორც მშიერი კუჭით ძილი. 18. არასოდეს მიირთვათ ფეხზე მდგომმა, ან სიარულის დროს. 19. აუცილებლად შეიძინეთ სასწორი და აიწონეთ დღეში ორჯერ: დილით და საღამოს. დღე-ღამეში წონის ცვალებადობა - 800-დან 1000 გრამამდეა. 20. გაძლიერებული მადა თითქმის ყოველთვის სტრესის შედეგია. ამიტომ სანამ ჭამას შეუდგებოდეთ, ვალერიანის წვეთები მიიღეთ და ნახევარი საათით მშვიდად წამოწექით. ამის შემდეგ შესაძლებელია აღმოაჩინოთ, რომ სულაც არ გშიათ. 739 12-ს მოსწონს
|