სიახლეები რა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში წყლის ნაკლებობამ! 2013, 20 იანვარი, 17:45 ორგანიზმი თავისებურად იპოხება და შეზეთვის თავი და თავი წყალი გახლავთ. იგი სხვადასხვა ორგანოს ერთმანეთზე ხახუნს ამცირებს, ეხმარება ძვლებს სახსრებში თავისუფლად მოძრაობაში. გაპოხვის გარეშე ვერც მუხლს მოხრით და ვერც იდაყვს. წყალი ორგანიზმის ჰიდრავლიკური სისტემის საფუძველია, იგი მასში სხვადასხვაგვარ წნევას ქმნის და ინარჩუნებს კიდეც. უწყლოდ კუნთების ტონუსიც ეცემა, ვინაიდან კუნთების 3/4 წყალია. აი, რატომ ვიღლებით ორგანიზმში წყლის დეფიციტის დროს. როცა ორგანიზმში წყლის ნაკლებობაა, იგი პროტესტს აცხადებს. ჯერ-ერთი, მცირდება ჯირყვლების სეკრეცია, ნერწყვის რაოდენობა, სხვადასხვა გარსი შრება, ვგრძნობთ წყურვილს. თქვენმა ორგანიზმმა საჭირო წყალი თავადვე უნდა მოიპოვოს. პირველი გზა ცნობილია. ეს გახლავთ წყლის შემცვლელი პროდუქტების-ხილის, წვენების, წვნიანების, სასმელების და ა.შ. მიღება; რეგულარული ჭამა-სმაც წყლის მიღების წყაროა. კვერცხის 70% წყალია, ატმისა-80%. ყველაფერი, რაც ჩვენ მშრალი და მყარი გვგონია, 25 % წყალს შეიცავს. წყლის მესამე მნიშვნელოვანი წყაროა მეტაბოლიზმი, ეგრეთ წოდებული მეტაბოლური წყალი, რომელსაც ორგანიზმი ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოქმნის. ეს მაშინ ხდება, როცა უჯრედები ორგანიზმში შემოსულ საკვებს ითვისებს. წყლის ამგვარი წარმოქმნის საუკეთესო მაგალითია აქლემი. აქლემი იმდენ წყალს გამოიმუშავებს, რამდენსაც იგი დალევდა საშუალება რომ ჰქონოდა. იგიევე შეუძლია ზოგიერთ მწერსაც, თუნდაც მშრალი მცირე წყლიანი საკვები ჭამოს. ადამიანი დღეში საშუალოდ 2, 5 ლიტრ წყალს იღებს, ხოლო ორგანიზმში ცირკულირებს 5 ლიტრი. განსხვავებას ქმნის სწორედ მეტაბოლური წყალი. 1013 3-ს მოსწონს
|