x
image
ეკა.
ანეკდოტები იმერლებზე
image

მთავარი გმირი-ჭიჭიკია







***

- ჭიჭიკია, სად მიგყავს ეგ ძაღლი?


- მესაათესთან!

- ძაღლს რა უნდა მესაათესთან?

- რა ვიცი, სულ უკან მრჩება, ეს შობელძაღლი!


***

- ჭიჭიკია, ეგ ბავშვი შენია?

- ჩემია, აბა ვისია?!

- მერე, შენთვის თუ გინდოდა, შე კაცო, წესიერი ვერ გააკეთე?!


***

სასადილოში შემოსული ზანგი მიშტერებია ჭიჭიკიას.

- რავა მომშტერებიხარ, გენაცვალე, თითქოს მე ვიყო ზანგი და შენ კიდევ ქუთაისელი! -მიაძახა ჭიჭიკიამ.


***

- გუშინ ჭიჭიკაის თავისი მანქანით, იმისთანა "პავაროტი" გაუკეთებია, რომ თურმე უკანა ნომერი დაუნახავს!


***

- ჭიჭიკია, გაიგე, ბიჭიკია თურმე ნემსებს "იჩხირავს" ვენაში?!

- კი მარა, ვენაში რომ არ გაიჩხიროს, ქუთაისში ვერ "გაიჩხირავს"?!


***

ჭიჭიკიას მანქანამ დაარტყა და ფეხები მოამტვრია. გამწარებული ჭიჭიკია მძღოლს ეუბნება:

- მომიტანე ორი მილიონი მანეთი, თორემ გიჩივლებ!

- ორი მილიონი საიდან მოგიტანო, მე რა, მილიონერი ხომ არ გგონივარ?!

- აბა, მე რაა, რვაფეხა ხომ არ გგონივარ?!


***

- რა იყო, ჭიჭიკია, რა შეგემთხვა ამისთანა? -შეეკითხნენ მეზობლები ბინტში გახვეულ ჭიჭიკიას.

- რა ვიცი, გუშინ, ბიჭიკიამ, თავისი "მერსედესით" ისე ჩამიქროლა გზაზე რომ ჩემი მანქანა გაჩერებული მეგონა და გადმოვედი!


***

ჭიჭიკია- ბიჭიკიას:

- აბა თუ იცი, რას ნიშნავს - ზზპ?..

- რა ვიცი, მე!

- ფუტკარს, შე ლენჩო!

- კი მარა, ზზპ... რაღა არის. პზზზ მაინც გეთქვა?!

- "ზადნით" მიფრინავს, რა!


***

- ჭიჭიკია, მილიონი რო მოგცენ, რას იზამ?

- ვალებს გავისტუმრებ!

- დანარჩენს?

- დანარჩენს მერე გავისტუმრებ!


***

ჭიჭიკია, ქალაქის ცნობათა ბიუროში კითხულობს:

- ქალბატონო, ერთი მითხარით, ნათელა მშვენიერაძე სად ცხოვრობს?!

- ხუთი კაპიკი გადაიხადეთ და გეტყვით!

- მაშინ, გენაცვალე, ერთ ხუთ კაპიკიანს კიდო დავუმატებ და ისიც მითხარით, ქმარი სახლში იქნება თუ არა!


***


ჩხუბის გულისათვის პოლიციელებმა განყოფილებაში წაიყვანეს ჭიჭიკია, როცა დაბრუნდა, მეგობრებმა ჰკითხეს:

- რა გითხრეს, ჭიჭიკია?

- მცემეს!

- რაზე კაცო?

- ქვაფენილზე!


***

ჭიჭიკია დათვრა და ბიჭიკიას ეუბნება:

- წამო, ის ტიპი გავლახოთ!

- კი მარა იმან რომ გაგვლახოს?

- რატომ უნდა გაგვლახოს, ბატონო, რას გვერჩის?!


***

ჭიჭიკია-მეგობრებს:

- არა ძმაო, ჩემი სიდედრი კაი ქალია. მანქანის ყიდვაში ფულად დამეხმარა, ბავშვების გაზრდაშიც გვეხმარება!... მაგრამ ერთი ნაკლი მაინც აქვს!...

- რა ნაკლი აქვს, შე კაცო?

- სიდედრია რა!


***

- შალიკია, ნახე ჭიჭიკიას ცოლი?

- არა! რაა რო?

- უი, იმისთანა გამხდარია. იმისთანა გამხდარია... ბლის კურკა რომ გადაეყლაპოს, ფეხმძიმედ გეგონება!


***

გოგონა გაჩერებაზე დგას და ავტობუსს ელოდება. ჭიჭიკიამ დაინახა და გოგონას გასძახა:

- მე მელოდები შენე?

- ავტობუსი ხარ შენე?!

2
702
5-ს მოსწონს
ავტორი:ეკა.
ეკა.
702
  
2013, 19 იანვარი, 22:59
ძალიან კარგი :)))
2013, 19 იანვარი, 22:31
ჩაგეთვალა, კარგად ვიხალისე
0 1 2