საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები ბრიტანული ტელეკომპანია BBC-ს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ დოკუმენტურ
სერიალში - "მსოფლიოს ყველაზე სახიფათო გზები" მოხვდა.
გადაცემის წამყვანები, ჰიუ ბონევილი და ჯესიკა ჰაინსი რამდენიმე დღის განმავლობაში მოგზაურობდნენ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სახიფათო სატრანსპორტო გზებზე.
დოკუმენტურ ფილმში საქართველო დახასიათებულია როგორც „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და აზიას აერთიანებს, ქვეყანა, რომელიც გპირდება არაჩვეულებრივ თავგადასავალს, მდიდარ მემკვიდრეობასა და ნამდვილად სახიფათო მოგზაურობას. 1000 კილომეტრი, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ველურ და გამოწვევებით სავსე გზაზე BBC-ს ჟურნალისტებმა, ჰიუ ბონევილმა და ჯესიკა ჰაინმა საქართველოში გასული წლის ზაფხულში იმოგზაურეს. მათი თქმით, ისინი მოგზაურობდნენ მიწაზე, რომელიც ყოველ ნაბიჯზე აოცებდათ. აგრეთვე აღნიშნეს ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა და შთამბეჭდავი კუთხური ტრადიციები.