დიეტოლოგია მთვარის დიეტა 2013, 19 იანვარი, 12:55 არსებობს უამრავი დიეტა... მათ შორის ერთ-ერთი არის მთვარის დიეტა, რომელიც საკმაოდ კარგი დიეტაა.
1. სავსე მთვარეობის დროს
მთვარის ენერგია ჩვენს ორგანიზმში არსებულ სითხეზე მოქმედებს. ადამიანის სხეული 80 % წყლისგან შედგება, ამიტომ ბუნების კანონსაც ემორჩილება. სავსემთვარეობისას წყალი ორგანიზმიდან გაედინება, თუ მას არ აკავებთ მშრალი საკვებით, არ სვამთ ტკბილ, მარილიან ან ალკოჰოლურ სასმელს. წონაში არ მოვიმატებთ თუ სავსემთვარეობისას და მის დროს ნაკლებს შევჭამთ. სავსემთვარეობის შემდეგ მადა თავისთავად ძლიერდება-ეს გარდაუვალია, მაგრამ რადგან მთვარე ამ დროს იკლებს, თქვენი წონა არ იმატებს. დიეტა. იწყება სავსემთვარეობის დადგომის დღეს ვახშმის შემდეგ და 24 საათი გრძელდება. შეგიძლიათ დალიოთ წყალი, ახალგაწურული წვენი, რომელსაც, წყლის მსგავსად, შარდმდენი თვისება აქვს. ყველაფერს სეზონის შესაფერისი ბოსტნეულისა და ხილის წვენი სჯობს. შედეგი: დაკარგავთ 250 გრამიდან 1 კგ მდე წონას. 2. ახალმთვარეობის დღეს ამ დღეს შიმშილობა ჯანმრთელობისთვის ძალიან მარგებელია. ბევრი დაავადებისგან დამცველია. შეზღუდვის გარეშე შეიძლება სხვადასხვა სასმელის-რძის, ბალახის ნახარშის, მინერალური წყლის დალევა, ოღონდ არ უნდა შეიცავდეს შაქარსა და მარილს. თხევადი დიეტა აჩქარებს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ეხმარება ადამიანს იმ წონის შენარჩუნებაში, რომელსაც სავსე მთვარეობის დროს "მიაღწია". დიეტა. ეს დიეტა უნდა დაიწყოს 18 საათზე, როცა ახალმთვარეობა დგება და გაგრძელდეს მომდევნო დღის 6-7 საათამდე. მენიუშია ბოსტნეულის წვნიანი ან ბულიონები, 4-5 ჯერ დღეში. წვნიანი თქვენი საყვარელი ბოსტნეულისგან უნდა გაკეთდეს. ასეთი სუფები ფასეულია მათი შარმდენი ფუნქციითაც. შედეგი: დაკარგავთ 1-3 კგ მდე წონას. უკუჩვენებები: ადამიანს არ უნდა ჰქონდეს ნივთიერებათა ცვლის დაავადება, დიაბეტი ან სისხლის შედედების დარღვევები. 348 6-ს მოსწონს
|