x
image
carpediem
სიგნალი ჩაძირული ტიტანიკიდან - მისტიკა თუ მოჩვენება ?
imageტიტანიკის ჩაძირვიდან 100 წელი გავიდა. 10 აპრილს გასული უზარმაზარი გემი 14 აპრილს აისბერგს დაეხახა და სამუდამოდ ჰპოვა ადგილი ოკეანის ფსკერზე.
რა მოხდა და რატომ ჩაიძირა ტიტანიკი?
არსებობს უამრავი ვერსია, უამრავი ჭორი . თუმცა ამ სტატიაში მე სხვა ამბავს მოგიყვებით. ის რაც აუხსნელი რჩება დღესდღეობით.
ტიტანიკი 1912 წელს ჩაიძირა. 1972 წელს ერთერთმა რადარსტმა ლოიდმა დაიჭირა სიგნალი. შიშინის მიუხედავად აშკარად ისმოდა ხმა, რომელიც იუწყებოდა რომ ტიტანიკი იძჲრებოდა და ისინი შველას ითხოვდნენ. პორტში დაბრუნებულმა ლოიდმა და გემის კაპიტანმა სცადეს მომხდარის გარკვევა, თუმცა მათ ა უხსნეს რომ გამორიცხული იყო ასეთი სიგნალის არსებობა, რაგან ტიტანიკი 60 წლის წინ ჩაიძირა, შესაბამისად შეუძლებელი იყო ჩაძირული გემიდან სიგნალის დაჭერა.
თუმცა ლოიდი ამ პასუხით არ დაკმაყოფილებულა, მან ჩაატარა გამოძიება და ისეთი ფაქტები აღმოაჩინა, რამაც იგი საბოლოოდ ფსიქიატრიულ სავადმყოფოში მოახვედრა.
ლოიდმა შეიტყო რომ იგი ერთადერთი არ იყო ვ ისაც ეს სიგნალები '' ეჩვენებოდა'', სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რადისტების მიერ მიღებული სიგანლები მან თანმიმდევრობით დაალაგა -- 1924 წელი, 1930- წელი, 1936- წელი, 1942- წელი.
ცხადი იყომ რომ სიგნალი ჩაიძირული გემიდან ყოველ 6 წელიწადში ერთხელ მეორდებოდა. შეუძლებელი იყო ეს უბრალო დამთხვევა ყოფილიყო.
1978 წელს ლოიდმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, რადგან სწორედ ამ წელს ''უწევდა'' სიგნალის მიღება. ლოიდი ამტკიცებდა რომ ეს სიგნალი მან მიიღო, თუმცა მას არავინ დაუჯერა. ამის შემდეგ ისი ფსიქიატრიულ სავადმყოფოში მოხვდა, შემდგომი პერიოდის განმვლობაში სიგნალის შესახებ უკვე აღარავინ ლაპარაკობდა, თუმცა 1996 წელს სიგნალი ისევ მიიღეს ერთერთ კანადურ გემზე.
სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მეცნიერბმა დაიწყეს მსჯელობა უცნაურ სიგნალზე. მათი აზრით შეიქმნა ერთგვარი გარღვევა დროში, და ის სიგნალი რომელსაც გადასცემდა ჯერ კიდევ ჩაძირვამდე გემი ტიტანიკი, ყოველ 6 წელიწადში ბრუნდებოდა იმავე ადგილას .საინტერესო ფაქტი იყო ასევე ისიც რომ ეს სივრცული გარჳევა გ ულისხმობა არამარტო სიგნალს მომავალსი, არამედ წარსულშიც.
აღნისნულის თაობაზე მეტად საიტნერესო ''დამამტკიცებელი საბუთი'' არსებობს.
1896 წელს, ტიტანიკის ჩაძირვამდე რამოდენიმე წლით ადრე, ერთერთმა უცნობმმა მწერალმა რობერტსონმა გმაოუშვა წიგნი სახელად ''ამაოება'' . წიგნი საინტერესო იმით არის რომ მასში აღწერილია უზარმაზარი გემის დაღუპვის ისტორია ატალნტიკის ოკეანეში, ყველაზე უცნაური კი ისაა რომ გემს ერქვა ტიტანი, რომელიც ასევე აისბერგს შეეჯახა და ჩაზირვის დროს ზუსტი იყო -- აპრილი და ტიტანიკის მსგავსად, რობერტსონის ტიანიც ინგლისიდან ამერიკაში მიემართებოდა.
მეცნიერების აზრით სწორედ ამ ფაქტს ხსნის გარღვევა დროში, სიგნალი ტიტანიკიდან მეორდებოდა ყოველ 6 წელიწადში ერთჴელ მომავალში, და იგივე განმერდა წარსულშიც. მკვლევართა აზრით რობერტსონმა სწროედ ეს სიგნალი მიიღო და გაუთვითცნობიერბლად დაუდო იგი თავისი რომანს საფუძვლად.
2
1694
2-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
1694
  
2013, 8 იანვარი, 17:35
რას არ გაიგებს კაცი
2012, 21 აგვისტო, 19:53
მმმდაააა
0 1 2