სხვა ყურძენი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს 2013, 18 იანვარი, 13:58 ჯერ კიდევ ძველად ადამიანები ყურძნის გამაჯანსაღებელ თვისებებს ბევრი დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. მკურნალობის ამ მეთოდს ამპელოთერაპიას უწოდებდნენ. ყურძნის სამკურნალო ეფექტს მასში შემავალი გლუკოზა და კალიუმის მარილები განაპირობებს.
მისი წვენი წყალმარილოვან ცვლას აძლიერებს, რომლის წყალობითაც, ორგანიზმი შარდმჟავისაგან თავისუფლდება და ამცირებს შარდსადინარებში კენჭების წარმოქმნის ალბათობას.
რეკომენდირებულია თირკმლების დაავადებების, ნიკრისის ქარის, ქრონიკული გასტრიტის, შეკრულობისა და სეკრეტული ფუნქციის გასაძლიერებლად.
ყურძნის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში არტერიული წნევა რეგულირდება, სისხლში ქოლესტერინის დონე კლებულობს, მაღლდება გულის კუნთის ტონუსი და უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.
მკურნალობისთვის რეკომენდირებულია ტკბილი ჯიშის მწიფე ყურძენი ან მისი წვენი. დღეში არაუმეტეს 1 კგ ყურძენი ან 0.5 ლ წვენი უნდა მიიღოთ. გაითვალისწინეთ, რომ ყურძენი არაა რეკომენდირებული დიაბეტის დროს და აჩქარებს კარიესული კბილების დაშლის პროცესს. 92 5-ს მოსწონს 1-ს არა
|