კინო გარდაიცვალა გურამ საღარაძე. 2013, 17 იანვარი, 19:49 საკუთარ სახლში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ქართველი მსახიობი გურამ საღარაძე. იგი დაიბადა 1929 წლის 12 იანვარს თბილისში.იყო საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო და რუსთაველის პრემიის ლაურეატი.2006 წელს მსახიობს რუსთაველის თეატრის წინ გაუხსნეს ვარსკვლავი.1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, მონაწილეობდა უამრავ სპექტაკლში, "მეფე ლირი", "კავკასიური ცარცის წრე", "მზიანი ღამე", ადამიანი იბადება ერთხელ" და სხვა. მონაწილეობდა ათეულობით ქართულ მხატვრულ ფილმში და სერიალში.ტელევიზიით გადიოდა მის მიერ ბრწყინვალედ წაკითხული ქართული პოეზიის შედევრები. 57 2-ს მოსწონს
|