შოუბიზნესი ქრისტინე იმედაძის ცხოვრება. ფოტოები ქრისტინეს მობილურიდან 2013, 17 იანვარი, 13:16 ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ რჩევებს ქრისტინე იმედაძე ტელეეკრანიდან გვაძლევს. "შუადღის" ახალი თანაწამყვანი იმ ადამიანებზეც ზრუნავს, ვისაც ძვირად ღირებული გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების საშუალება არა აქვთ. ბოლო დროს თბილისის ბომონდურ და არამარტო ბომონდურ წრეებში ისევ ალაპარაკდნენ ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ვიქტორ სანიკიძისა და არანაკლებ ცნობილი ქრისტინე იმედაძის რომანზე. იტალიაში მყოფი ვიკა სანიკიძე, რომელიც უკვე აღმოჩნდა იტალიელი ჟურნალისტებისა და თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრში, თბილისში საახალხწლოდ ვერ ჩამოვიდა, ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს. საქართველოს დედაქალაქის მონახულებას ის ზაფხულისთვის აპირებს. ვიქტორ სანიკიძე უკვე შეეჩვია იმას, რომ ძალიან ხშირად ხან ვისზე წერენ ჯვარს და ხან ვისზე. „დედაც კი მირეკავს და მეუბნება, გავიგე, ცოლი მოგიყვანიაო, ამაზე უკვე მეცინება“, - ამბობს ვიქტორ სანიკიძე ამავე დროს, კალათბურთელი არ უარყოფს, რომ ქრისტინე იმედაძის მიმართ სიმპათიები გააჩნია და რომ მეგობრულ ურთიერთობას ამ ეტაპზეც ინარჩუნებენ. 8175 9-ს მოსწონს 6-ს არა
|