x
image
t.x.
ვინ არის ლუკა ზაქარიაძის შეყვარებული და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება გამარჯვების შემდეგ?

imageლუკა პოპულარობის ზენიტშია, არც არის გასაკვირი. შარშან ჯერ კიდევ უცნობი, ჩვეულებრივი ბიჭი, სულ მოკლე ხანში გახდა მთელი საქართველოს რჩეული. ამდენი სიხარულისა და ხალხის სიყვარულისგან, რაც ლუკამ ბოლო ხანს მიიღო, ბედნიერია.image ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ ოცნება აისრულა და თავისი ნიჭი საჯაროდ გამოიტანა. 31 დეკემბერი მის ცხოვრებაში საოცარი დღე იყო და ახალი წელიც უჩვეულო გამოდგა. თვლის, რომ ათასი სიგიჟე ჩაიდინა. აქამდე დინჯი და წყნარი ბიჭი სიხარულმა გადარია და ახალი წლის ღამეს ბაკურიანში აღმოჩნდა. თუმცა ეს ღამე სხვა მხრივაც გამორჩეულია მის ცხოვრებაში. აქამდე ცალმხრივად შეყვარებულმა, გაბედა რჩეულისთვის სიყვარული აეხსნა. მისი რჩეულიც ბათუმელია. აქამდე მათ მეგობრობა აკავშირებდათ. მარიამიც კარგად მღერის. ლუკა ამბობს, რომ პროექტის განმავლობაში სიყვარულისთვის არ ეცალა. მარიამს ფილარმონიაში მეგობრებთან ერთად ეპატიჟებოდა კონცერტებზე და ამბობს, რომ ყველა სიმღერას მისთვის მღეროდა. მარიამი მხოლოდ 16 წლისაა.image

ლუკა ყოველთვის მთელი შეგრძნებით მღეროდა, გარეგნულად სულ სხვანაირი ჩანს და რასაც გრძნობდა, სცენიდან გადმოსცემდა. სწორედ ამას თვლის წარმატების მთავარ საიდუმლოდ. წარმატებულ სიმღერად "getsemane"-ს მიიჩნევს, რადგან ამ სიმღერას განსაკუთრებული ხმა სჭირდებოდა და თავი კარგად გავართვიო. ლუკა ცხოვრებას დედაქალაქში გეგმავს და სხვადასხვა შემოთავაზებებს ელოდება. მანქანის ტარება კი ჯერაც არ უსწავლია, იცინის, მხოლოდ მაგნიტაფონის ჩართვა ვიციო. წარმატება ვუსურვოთ მას ცხოვრების გზაზე.

4
461
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
461
  
2013, 17 იანვარი, 16:24
იმედია იმიტო რომ ფესიბუქზეც არ დაუდია მისი სურათი
2013, 17 იანვარი, 16:22
არ მაქვს სურათი, თვითონ ამბობს ისეთი ლამაზია, მის გახსენებაზე თვალთთ მიბნელდებაო. მართლა ასეა თუ არა, არ ვიცი. დრო გავა და ვნახავთ.
2013, 17 იანვარი, 16:15
მისი გულშემატკივარი ვიყავი მარა ეს მარიამი ვინ არის არ შეუძლება გვანახოთ
2013, 17 იანვარი, 15:59
ძაან კარგი ბავშვია )) უძლიერესი ხმა აქვს !
0 1 4