x
image
t.x.
რა არის გუფის "საშინელი ნაბიჯი"? (+ მისი სიყვარულის ისტორიები და შვილები)

imageგურამ მაკალათია ყველგან უკრავდა სადაც დრამერი იყო საჭირო, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ჯგუფი "ბანდეროლი" "ოთარ ტატიშვილის შოუში" უკრავს. გურამი ძალიან ნიჭიერია და თავისი საქმეც ძალიან უყვარს. მას საშინლად დატვირთული და არეული სამუშაო გრაფიკი აქვს. ზოგჯერ სახლში ისე დაღლილი ბრუნდება, რომ დაძინებაც უჭირს, მაგრამ სახლში ლიდია ელოდება, რომელიც ქმრის დაბრუნებამდე ყოველთვის ფხიზლობს. ლიდია ხომენკო და გუფი შარშან, 2012 წლის იანვარში დაქორწინდნენ.image უფრო ადრე კი მისი ცოლი ერთ დროს პოპულარული თამუნა მუსერიძე იყო. გურამს მასთან შვილიც ჰყავს-სანდრო, თუმცა ეს მისი ერთადერთი შვილი როდია, მას ქალიშვილიც ჰყავს, - ანასტასია. ანასტასიას დედა ანი წილოსანია. ის და გუფი ერთმანეთს მოძრაობის თეატრიდან იცნობენ. ანი მისი ცოლი არასდროს ყოფილა. თამუნას თქმით გურამმა საქორწინო ბეჭედი მარცხენა ხელზე გადაიტანა და არ იხსნიდა, რათა მუდამ ხსომებოდა, რომ ცოლი ჰყავდა და ასეთი საშინელი ნაბიჯი აღარ გადაედგა. თამუნა ოჯახის დანგრევაში ქმარს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის უყურადღებო იყო. ბავშვისთვისაც არ იცლის. გუფის თქმით კი ეს მხოლოდ მისი დატვირთული გრაფიკის ბრალია. ძალიან უჭირს რეპეტიციებზე ბავშვის ტარება, ბავშვი ჯერ პატარაა და მალე იღლება. სანდრო საოცრად ჰგავს მამას, როგორც გარეგნულად, ისე ხასიათით. მუსიკის ნიჭიც კი გამოჰყვა. სახლში გადმობრუნებულ ქვაბებზე ცდილობს დაკვრას.image

ლიდიას თქმით კი გუფი ძალიან უკონფლიქტოა. გურამს არ უყვარს, როცა მისი ნების საწინააღმეგოდ ცდილობენ რამე გააკეთებინონ. სწორედ ამას აბრალებს წინა ქორწინების დანგრევასაც.

0
130
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0