ანეკდოტები საუკეთესო ანეკდოტების კრებული 2013, 16 იანვარი, 18:04 საქართველოში ჩამოსული ამერიკელი ბიზნესმენის დღიურიდან:
პირველი დღე:მთელი დღე ვქეიფობდით ქართველ ბიზნესმენებთან ერთად.კინაღამ მოვკვდი. მეორე დღე:ნეტავ გუშინ მოვმკვდარიყავი. სვანი ბიბლიოთეკაში შევიდა და იკითხა: –შოთა რუსთაველის რა გაქვთ? უფროსი–მდივანს –შეატყობინე თანამშრომლებს, სასწრაფოდ თათბირზე გამოცხადნენ! –დავურეკო? –არა, კაცო, ეგრე როდის იქნება, ფეისბუქზე განათავსე შეტყობინება. 4. ერთ–ერთ საკრედიტო დაწესებულებაში ვმუშაობ.მოგეხსენებათ, საახალწლოდ ბევრს უნდა, ოჯახს ახალი ნივთი შემატოს, ამიტომაც სესხის მთხოვნელთა რიცხვი იზრდება.რამდენიმე დღის წინ ჩემს თანამშრომელთან მივიდა შუახნის კაცი, რომელმაც განუცხადა, რომ უნდა სესხის აღება.თანამშრომელმა თავაზიანად მიაწოდა განაცხადის ფურცელი შესავსებად.კლიენტმაც შეავსო და უკან დაუბრუნა.აქ დაიწყო, რაც დაიწყო.გრაფაში სქესი–ჩაუწერია “კვირაში ხუთჯერ"(სექსი ეგონა).თანამშრომელმა გოგონამ უკან დაუბრუნა და ისევ თავაზიანად უთხრა, შეცდომით და არასწორად შევსებულ განაცხადს არ განიხილავენო, მამაკაცმა გამოართვა ფურცელი და სიტყვები “კვირაში ხუთჯერ" გადაასწორა “კვირაში ორჯერ". 30 3-ს მოსწონს 1-ს არა
|