ჯანმრთელი კვება კვებითი დარღვევები 2013, 16 იანვარი, 16:12 ყოველ ადამიანს "იდეალური" წონა გააჩნია, რომელსაც განაპირობებს ![]() სქესი, წლოვანება, სიმაღლე და, ზოგადად, სხეულის მთლიანი ფორმა. ზოგიერთი ადამიანისთვის არარაციონალური კვება სერიოზულ დარღვევებთანაა დაკავშირებული, რაც პიროვნების ემოციურ განწყობას არღვევს. ჩვეულებრვიი ზრდასრული ადამიანი ყოველ კვირა 14 კილოგრამ საკვებს მიირთმევს, თუმცა მისი სხეული წლების განმავლობაში განსაზღვრულ წონას ინარჩუნებს. ყველა ჩვენგანს საკვები გვჭირდება იმისთვის, რომ სხეულის ძირითადი ორგანოები საჭირო ენერგიით უზრუნველვყოთ. საკვები მოიცავს ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც ქიმიური ნივთიერებებია და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებთან შესაბრძოლებლად მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს. საკვების რაოდენობა, რომელიც ადამიანს სჭირდება, მეტად ინდივიდუალურია. იმ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად ბევრს შრომობს, მაგალითად, მშენებელს ან პროფესიულ ათლეტს, შესაძლოა დღეში ოფისში მომუშავეზე ორჯერ მეტი საკვები დასჭირდეს, ![]() რადგანაც მის კუნთებს ენერგია სჭირდება. ახალშობილ ბავშვს, თავის წონასთან შედარებით ორმაგი ენერგია ესაჭიროება, რადგანაც იგი სწრაფად იზრდება. ადამიანის ორგანიზმი ღუმელს ჰგავს - მასში საწვავი იწვება და სითბოს სახით ენერგიას გამოყოფს. საკვებში შემავალი ენერგია კალორიებით იზომება და იგი ჰაერში დამწვარი ნივთიერების სითბოს რაოდენობის ერთეულს წარმოადგენს. თუ იმაზე მეტ საწვავს მივიღებთ, ვიდრე გვჭირდება, ჭარბი რაოდენობა ცხიმის სახით დაგროვდება, რაც ნიშნავს, რომ წონაში მოვიმატებთ. საჭიროზე ნაკლები საწვავის მიღების შემთხვევაში კი შენახული ცხიმების წვა ხდება, რაც წონაში დაკლების საწყისია. ![]() გარკვეული დოზით, სიმსუქნე ოჯახში მემკვიდრეობით მიმდინარეობს. იგი შესაძლოა გენეტიკურიც იყოს. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს უფრო იოლად ემართებათ ეს, ვიდრე სხვებს. აღსანიშნავია, რომ სიმსუქნე უფრო ხშირად ოჯახის არარეჟიმული კვების შედეგია. ზომაზე მეტად კვებისას აღსანიშნავია ემოციური ფაქტორები, ![]() რომლებიც, ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ადამიანის ნორმალური წონის შენარჩუნებას ხელს უშლის. როდესაც ადამიანი დეპრესიაშია, დასაწყნარებლად იგი ხშირად საკვებს მიმართავს, დროთა განმავლობაში კი ეს შეიძლება, სიმსუქნეში გადაიზარდოს. დეპრესიის მიზეზი ახლა წონაში მატება ხდება და დასამშვიდებლად იგი კვლავ საკვებს მიმართავს. ასე რომ, არანორმალური კვებისა და დეპრესიის ციკლი გაგრძელდება. ნებისმიერი მსუქანი ადამიანი, რომელსაც წონის დაკლება და შემდეგ მისი შენარჩუნება სურს, უნდა აანალიზებდეს, რომ მთლიანად უნდა შეცვალოს კვების რეჟიმი. წონის შემცირებისათვის რაციონალური კვების რეჟიმს ექიმი-სპეციალისტები ადგენენ. ამასთანავე, აუცილებელია ჯანსაღი კვების ჩვეულებად ჩამოყალიბება, რის შედეგად წესად ხდება ნაკლები საკვების მოხმარება. მსუქანი ადამიანისათვის, ასევე, საჭიროა მეტი ფიზიკური ვარჯიში, რადგანაც ამ დროს კუნთები მაგრდება, ხოლო ჭარბი ცხიმი "იწვება". მხოლოდ დიეტები წონაში დასაკლებად ნაკლებად ეფექტურია. სხეული წონაში დაკლებას იწყებს მაშინ, როდესაც ორგანიზმი ამოწურავს შენახულ ნახშირწყლებს და მასთან ერთად წყალს. თვითნებურმა შიმშილმა შესაძლოა, სერიოზულად დააზიანოს ადამიანის ორგანიზმი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებისა და მინარალების ნაკლებობა გამოიწვიოს. ორგანიზმი მკაცრი დიეტების გამოყენებით დაკლებულ წონას ძალიან მალე აღიდგენს. ანორექსია იგივე მადის დაკარგვაა. ამ დაავადებას იწვევს კვების ცენტრის შეკავება თავის ტვინის ძლიერი აღგზნების, ფსიქოლოგიური და ენდოკრინოლოგიური დაავადებების, მწვავე და ქრონიკული ინფექციის ფონზე. დაავადება ასუსტებს ორგანიზმს და აქვეითებს მავნე ფაქტორებისადმი წინააღმდეგობის უნარს. ![]() ადამიანის უმრავლესობისათვის შიმშილობა და საყვარელ საკვებზე უარის თქმა ძალიან არასასიამოვნო პროცესია, ამიტომ დიეტის დაცვა საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ანორექსიით დაავადებულთათვის კი თვითნებური შიმშილი საერთოდ უპრობლემო ხდება. ![]() ![]() ზედმეტი კვება აუცილებლად იძულებითი არ არის. იაპონელი სუმოს მებრძოლები დიდი რაოდენობით მაღალკალორიულ საკვებს ![]() მიირთმევენ, რათა მონაწილეობა მიიღონ იაპონიის ნაციონალური სპორტის ამ სახეობაში. ![]() 647 4-ს მოსწონს 1-ს არა
|