სისხლის სამართალი მოკლული ჟურნალისტის შვილი მოყვა საშინელ ღამეზე 2013, 14 იანვარი, 15:45 ორი დღის წინ ჩემს სტატიაში "ქმარმა მოკლული ცოლის სხეულის ნაწილები მთელ ქალაქში მოფანტა", გაცნობეთ მოკლული ჟურნალისტის შესახებ. ახლა კი მინდა მისი შვილის ნაამბობი შემოგთავაზოთ.
მოკლული ჟურნალისტის შვილმა, 6 წლის ილია კაბანოვმა გამომძიებელს ჩვენება მისცა 13 იანვარს, საღამოს. როგორც ვიცით, ყველა ქვეყანაში ბავშვის დაკითხვა არასასურველ ფაქტად ითვლება, მაგრამ აქ საქმე გამოუვალ მდგომარეობას ეხებოდა. დაკითხვა ფსიქოლოგის თანდასწრებით მიმდინარეობდა. ბიჭმა ფსიქოლოგს მოუყვა, რომ ღამით საშინელმა ყვირილის ხმამ გამოაღვიძა. შემდეგ დედის ჩათაში სახლის გასაღები იპოვეს. ირინა სახლიდან გასაღების გარეშე არ გადიოდა, რომ დაბრუნებისას ზარის ხმას შვილები არ გაეღვიძებინა. სწორედ ამან გამოიწვია ეჭვი.
ბავშვების ძიძა, ტატიანა, იმანაც დააეჭვა, რომ ალექსეი კაბანოვს სახლიდან ტომრებით ნაგვი გაჰქონდა და აბაზანა საგულდაგულოდ გარეცხა, რაც ადრე არასოდეს გაუკეთებია. ამ საგულდაგულო დალაგება-დაწმენდამ შედეგი ვერ გამოიღო. როცა ალექსეის დაკითხვა მიმდინარეობდა, სამართალდამცავები სახლის დათვალიერებას აწარმოებდნენ და მიუხედავად ქმრის მცდელობისა, აღმოაჩინეს მოკლულის ტანსაცმლის ნარჩენები. მკვლელობის დამადასტურებელი კვალი ასევე აღმოჩენილია სახლის სხვადასხვა ადგილებზე.
წინასწარი ვერსიით ცოლ-ქმარმა იჩხუბეს იმის გამო, რომ ცოლმა შეიტყო ქმრის ღალატის შესახებ. ალექსეი კაბანოვმა ჯერ დაახრჩო ირინა, შემდეგ მისი სხეული დაანაწილა და ქალაქის სხვადასხვა ადგილებში მოფანტა. ნაწილი ისევ საბარგულში ჰქონდა. სწორედ ამის საფუძველზე მოხდა მისი დაკავება. მოგვიანებთ ალექსეიმ აღიარა დანაშაული.
გამიძიების ვერსიით ალექსეის საყვარელმაც იცოდა მკვლელობის შესახებ და ეხმარებოდა მას კვალის დაფარვაში. 124 7-ს მოსწონს
|