საქართველო ვისი ან რისი ეშინია სააკაშვილს ყველაზე მეტად 2013, 14 იანვარი, 14:02 ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ სააკაშვილს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. დიდხანს არ იტეხდა იხტიბარს, მაგრამ ამ ბოლო დროს აღარ არის აღარც ისეთი ამაყი და აღარც ისეთი თავდაჯერებული, როგორიც რამდენიმე თვის წინ იყო. მითი მის უძლეველობაზეც დიდი ხანია გაფერმკრთალდა. ახლა უფრო ხშირად ვხედავთ გაბრაზებულს, ნირწამხდარს, შეშინებულს. ან კი როგორ შეიძლება სხვანაირად იყოს? ხალხის საოცარი მხადაჭერით სათავეში მოსული პრეზიდენტი დღეს მათი მხოლოდ მცირე ნაწილის თანადგომის იმედზეა დარჩენილი. თითქოს თბილისშიც აღარ დარჩა ადგილი მისთვის და ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს თუ დავუჯერებთ, საცხოვრებლად ზუგდიდის რეზიდენციაში გადადის(რაც ყოვლად დაუშვებელია, რადგან ის საქართველოს პრეზიდენტია და არა მხოლოდ სამეგრელოსი). ახლა მისთვის ყველაზე საშიში ადამიანი პატარა ქალბატონი თეა წულუკიანია. თავისი ძლევამოსილი პრეზიდენტობის დროს, მან ბევრი კანონი თავის სასარგებლოდ მოირგო. ადეიშვილის მიერ შექმნილი კანონის თანახმად მისი დაპატიმრება მხოლოდ წულუკიანს შეუძლია. ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეს ძალ-ღონეს არ იშურებენ წულუკიანის სახელის გასატეხად. ამოძებნეს მთელი მისი ოჯახის არქივი (მამის მოსამართლეობის პერიოდი). მაშინ, როცა, მიშა იუსტიციის მინისტრი იყო, მოადგილეობას თეა წულუკიანს სთავაზობდა. ქალბატონი თეა კი აცხადებს, რომ მას ბევრად უფრო სერიოზული სხვა საქმეები აქვს მოსაგვარებელი, როგორიც მაგალითად სასამართლო რეფორმაა, სადაც მოსამართლე სრულიად თავისუფალი იქნება. 1544 5-ს მოსწონს 1-ს არა
|