x
image
t.x.
რატომ დატოვა მარიკა ვერულაშვილმა უმცირესობა
imageმარიკა ვერულაშვილი სააკაშვილის ერთ-ერთი თანამოაზრე და მარჯვენა ხელი იყო. ასე გვეგონა ჯერ კიდევ გუშინ. დღეს კი ყველა საინფორმაციო საშუალება აცხადებს, რომ მან უმცირესობა დატოვა. ნაციონალების განცხადებით, ეს მოხდა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ დებუტატთა დაშინების გამო. ვერულაშვილმა ბიუროს განცხადებით ჯერ კიდევ გუშინ მიმართა. ვერულაშვილისა და მისი ოჯახის ზეწოლის თაობაზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საუბრობდა. მაშინ მან აღნიშნა, რომ დებუტატს ოჯახის წევრთა დაპატიმრებით და ოჯახური ბიზნესის ჩამორთმევით ემუქრებოდნენ. აქ მან ვერულაშვილის მეუღლე იგულისხმა.

სავარაუდოდ, ვერულაშვილის გშინდელი დემარში, განპირობებულია ივანიშვილის აკვიატებით: როგორმე განახორციელოს ცვლილებები კონსტიტუციაში და პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჩამოართვას. უმცირესობის წევრთა დატერორების შესახებ გუშინ სპეციალური განცხადება გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმაც. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიმდინარეობს უპრეცენდენტო ზეწოლა დეპუტატთა მიმართ, რათა როგორმე შეგროვდეს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო ხმები.

ახლა პარლამენტში კოალიცია "ქართულ ოცნებას" მხოლოდ ოთხმოცდასამი დებუტატი ჰყავს. მაშინ როცა, საკონსტიტუციო ცვლილებებს ასი ხმა მაინც სჭირდება.




2
1476
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
1476
  
2013, 12 თებერვალი, 12:48
როგორ უნდა ხალხის, გამწარება მაგათი მოგონილია
2013, 12 თებერვალი, 12:47
რომ გრიალებდა განა შერჩებოდა?
0 1 2