საქართველო ვინ არის ჩიორა თაქთაქიშვილი 2013, 10 თებერვალი, 15:34 რვა თებერვალს განვითარებული მოვლენების მთავარი მონაწილე და ასევე მთავარი და ერთადერთი დაზარალებული ჩიორა თაქთაქიშვილი აღმოჩნდა. ის ყოველთვის იქაა, სადაც პარტიას უჭირს. ასეა ახლაც, ასე იყო არჩევნების შემდგომ დღეებშიც. არჩევნების დღეს საოცარი სიმშვიდით გვიყვებოდა ზღაპრებს მშობლიური პარტიის გამარჯვებაზე. ვაკეთებ დასკვნას-ვინ არის თუ არა საუცხოო მსახიობი? ვცადე ამომეძებნა მისი ბიოგრაფია და რაც ვნახე, იმანაც ბევრი კითხვები გამიჩინა.
დაიბადა 1981 წლის 28 თებერვალს ქუთაისში სკოლის მიღწევებზე ვერაფერი ვიპოვე, სამაგიეროდ, 18 წლის დიახ, სწორედ 18-ის 1999 წელს მუშაობას იწყებს საკონსტიტუციო სასამართლოში თავჯდომარის თანაშემწედ. საინტერესოა, როგორ ან რის ფასად ახერხებს ამას? 1999-2000 წლებში არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის თანაშემწე. აქაც მინდა ხაზი გავუსვა მის ასაკს- 19-20 წელი. 2000-2001 წელს მუშაობს სტუდენტთა თვითმმართველობის განვითარების ასოციაციის ფონდ "ევრაზიას" პროექტის იურისტად. ამ დროს უმაღლესი შეიძლება საერთოდაც არ ჰქონდეს დამთავრებული. 2000 წელს ის მხოლოდ 19 წლისაა.2002-2004 წელი. 21 წლის ჩიორა მუშაობას იწყებს იუსტიციის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში მრჩევლად. ეს იშვიათი ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდა ჩანს, რადგან ასე გამორჩეულია თანატოლთა შორის. 2003-2005 სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში სტაჟიორი მკვლევარი. 2003-2005 საფრანგეთის საელჩო, ატაშეს თანაშემწე. 2004 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ისევ 2004 წელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მინისტრის მრჩეველი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. საოცარია, 2004 წელს სამი სამსახური ერთად. 23 წლის ასაკში ზოგს ერთიც არ აქვს ჯერ. 2008-2012 წლებში თსუ-ს მოწვეული ლექტორი. 2008-2013 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი. 2012 წლის 1 აგვისტოდან "ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი. ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, დაკარგავს ვინმე ამ ყველაფერს? ნაციონალური მოძრაობის მზის ჩასვლის შემდეგ ვაი, რომ ეს კეთილდღეობა თოვლივით გადნეს?! 1829 8-ს მოსწონს 1-ს არა
|