სისხლის სამართალი ქმარმა მოკლული ცოლის სხეულის ნაწილები მთელ ქალაქში მოფანტა 2013, 12 იანვარი, 14:27 ირინა 3 იანვარს დაიკარგა. პოლიცია ეძებდა, მაგრამ მის კვალსაც ვერ მიაგნეს. ეჭვი მის ქმარზე მიიტანეს.
ქალაქის სამხრეთ ნაწილში იპოვეს ირინას გვამის ნაწილები, რომელიც მოთავსებული იყო მისი ქმრის, ალექსეი კაბანოვის მანქანის საბარგულში. სამართალდამცავი ორგანოები იტყობინებიან, რომ შემდგომში ქმარმა აღიარა ცოლის მკვლელობა.
საბარგულში მოთავსებული იყო მხოლოდ ქალის სხეულის ზოგიერთი ნაწილი. ეჭვმიანილმა (გარდაცვლილის ქმარმა) სამართალდამცვებს აცნობა, რომ სხეულის დანარჩენი ნაწილები უკვე მოასწრო და მიმოფანტა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. თანაც აღნიშნა, რომ ეს ნაწილები საგულდაგულოდ ჰქონდა დამალული.
აღნიშნული დროისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით - "მკვლელობა". ასევე განიხილება საქმე ეჭვმიტანილი კაბანოვის დაპატიმრების შესახებ.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ერთი კვირის წინ, ირინას ქმარმა პოლიციას შეატყობინა, რომ მისი მეუღლე ოჯახური კონფლიქტის შემდეგ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ამდენი ხანი ალექსეი მალავდა ცოლის მკვლელობას. ირინა კაბანოვა 39 წლის იყო. უკანასკნელი მონაცემებით ის მუშაობდა მოსკოვის ერთ-ერთ რადიოცენტრში რედაქტორად. ირინა და ალექსეი ზრდიდნენ სამ შვილს. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა მათ შვილებს დედის გარდაცვალების და მამის დაპატიმრების შემდეგ, თუ რა თქმა უნდა, მამის ბრალეულობა დამტკიცდება. 433 6-ს მოსწონს
|