x
image
თაზუ
ნაწამები ძაღლის საშინელი ისტორია
image
მოთხილამურე პატარა გოგონებმა შემთხვევით შენიშნეს ძაღლი, რომლის გარშემო სისხლის გუბე იდგა. ძლიერ შეშინდნენ, თუმცა არ დაბნეულან და სასწრაფოდ დარეკეს უპატრონო ძაღლთა ორგანიზაციაში, საიდანაც გამოგზავნეს პირველადი დახმარების მანქანა. ძაღლი ადამიანების დანახვამ, იმდენად შეაშინა, რომ შეეცადა გარიდებოდა. აშკარად ეტყობოდა, რომ არ იყო მაწანწალა, მაგრამ ძალიან ეშინოდა ადამიანების სიახლოვის.

დანარჩენმა ფაქტორებმა ექიმებიც კი გააოცა. ძაღლს მიყენებული ჰქონდა არაერთი ჭრილობა. იგი დაახლოებით 3 წლის იქნებოდა.

ვერ დადგინდა იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ამ ძაღლის სასტიკ წამებაში გაერია, ან რა მიზეზები ამოძრავებდათ მათ, თუმცა ეს ენით აღუწერელი და უპატიებელი დანაშაული იყო. როგორც ექსპერტიზამ დადგინა, ძაღლი უკანა თათებით მავთულზე ჩამოკიდეს, ეს არ აკმარეს და კისერში არაერთხელ დაჭრეს. ეტყობა ბოლოს ჩათვალეს, რომ მოკვდა და წავიდნენ. ძაღლი მანამ ეკიდა მავთულზე, სანამ ფეხები არ მოტყდა და ძირს არ ჩამოვარდა. სწორედ ამ დროს გაიარეს გოგონებმა და მოახერხეს სიკვდილის პირას მყოფი ცხოველის გადარჩენა.

"ზოგიერთი იფიქრებს, რომ ამ ძაღლის არსებობას აღარ აქვს აზრი, რადგან ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს და დამოუკიდებლად ვერ დადის. თუმცა ჩვენ ცხოვრებას ბედისწერა განაგებს და ეტყობა ამ ძაღლს მეორე შანსი მიეცა, რომლის წართმევის უფლება ჩვენ არ გვაქვს.


უბედურება კი ის არის, რომ ჩვენ გვიწევს იმ უმოწყალო ადამიანებთან ერთად, ერთი ცის ქვეშ ცხოვრება." - განაცხადა რუსმა ჟურნალისტმა.

და მართლაც, საინტერესოა რა ფასეულობები გააჩნიათ ადამიანებს, რომლებიც ამ ცოდვით აგრძელებენ ცხოვრებას? image

3
103
5-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
103
  
2013, 12 იანვარი, 22:28
ვისაც ცხოველი არ უყვარს, იმას არავინ არ უყვარს:)
2013, 12 იანვარი, 14:00
ხოო :((((
2013, 12 იანვარი, 2:32
აი დავიწყე ბღავილი ...:((((( თვალები !!! საწყალიი!
0 1 3